გლობალურად 5.35 მილიარდი ადამიანი ინტერნეტის მომხმარებელია – ეს პლანეტის მოსახლეობის 66%-ია. ამასთან, 2024 წლის დასაწყისში მობილური ტელეფონის მომხმარებელთა რაოდენობამ 5.6 მილიარდს მიაღწია, რაც გლობალური მოსახლეობის თითქმის 70%-ია.
სწორედ ამიტომ, ორგანიზაციამ We Are Social მსოფლიოს 52 ქვეყანაში მობილური ინტერნეტის ფასები შეისწავლა და დაადგინა, სად ღირს 1 GB მობილური ინტერნეტი ყველაზე ძვირი.
როგორც აღმოჩნდა, მობილური ინტერნეტით სარგებლობა ყველაზე ძვირი, 1GB-ზე $7.29 შვეიცარიის მოქალაქეებს უჯდებათ. ყველაზე იაფი კი ეს პროდუქტი ისრაელში ღირს, სადაც 1 000 MB მობილური ინტერნეტი სულ რაღაც $0.02 ჯდება. We are social განმარტავს, რომ ისრაელის მოსახლეობის 3/4 სმარტფონის მომხმარებელია, რის ფონზეც სერვისის პროვაიდერებს შორის კონკურენცია მაღალი, ფასები კი, შესაბამისად, დაბალია.
1GB ინტერნეტის საშუალო ფასი, გლობალურად, $2.59-ია. აღმოჩნდა, რომ ევროპისა და აფრიკის ქვეყნების უმრავლესობაში მობილური ინტერნეტი გლობალურ საშუალოზე იაფია.
TOP 10 ქვეყანა, სადაც 1GB მობილური ინტერნეტი ყველაზე ძვირია:
· შვეიცარია – $7.29
· აშშ – $6.00
· ახალი ზელანდია – $5.89
· კანადა – $5.37
· სამხრეთ კორეა – $5.01
· არაბთა გაერთიანებული საამიროები – $4.6
· ნორვეგია – $4.07
· იაპონია – $3.48
· ჩეხეთი – $3.12
· საბერძნეთი – $2.79
TOP 10 ქვეყანა, სადაც 1GB მობილური ინტერნეტი ყველაზე იაფია:
· ისრაელი – $0.02
· იტალია – $0.09
· ინდოეთი – $0.09
· საფრანგეთი – $0.16
· კოლუმბია – $.2
· რუსეთი – $0.25
· ინდონეზია – $0.28
· მალაიზია – $0.28
· ვიეტნამი – $0.28
· პოლონეთი – $0.28
რაც შეეხება საქართველოს, ჩვენი ქვეყანა We Are Social-ის კვლევაში არ მოხვედრილა, თუმცა Cable.co.uk-ის 2023 წლის მონაცემების თანახმად, საქართველოში 1 GB მობილური ინტერნეტი, საშუალოდ, $1.91, დაახლოებით, ₾5.2 ჯდება.
წყარო: bm.ge