სად სვამენ ყველაზე მეტ ღვინოს მსოფლიოში? – Vine and wine-ს მიმოხილვა

2024 წელს მსოფლიოში ერთ სულ მოსახლეზე ღვინის მოხმარების სტატისტიკა 20 ქვეყნის მაგალითზე, ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციამ გამოაქვეყნა.
რეიტინგის მიხედვით ღვინოს ყველაზე აქტიურად მოიხმარენ პორტუგალიაში, იქ 2024 წლის მონაცემებით ერთ სულ მოსახლეზე ღვინის მოხმარება 61.1 ლიტრია.
მეორე ადგილზე იტალიაა, იქ ერთ სულ მოსახლეზე მოხმარება 42.7 ლიტრს შეადგენს. დაახლოებით მსგავსი მაჩვენებელია რეიტინგში მესამე ადგილზე მყოფ საფრანგეთშიც (41.5 ლიტრი). ხუთეულში შედიან შვეიცარია (29.7 ლიტრი) და ავსტრია (28.6 ლიტრი).