სად რომელ საათზე იხურება საარჩევნო უბნები ამერიკაში

შეერთებულ შტატებში 5 ნოემბრის არჩევნებზე კენჭისყრის პროცესი დასასრულს უახლოვდება. ზოგიერთ ადგილზე უბნები უკვე თანდათან იხურება, რამდენიმე საათში კი საარჩევნო უბნები ყველა შტატში დაიხურება. აქ შეგიძლიათ ნახოთ, თუ სად და რა დროს დასრულდება კენჭისყრა შტატების მიხედვით (ვაშინგტონის დროით). ასევე ნახავთ, თუ რამდენი ელექტორის ხმა იქნება სასწორზე ამ დროს.
შეერთებულ შტატებში პრეზიდენტის ბედს მარტივი უმრავლესობის ხმები არ წყვეტს. გამარჯვებულს 538 ელექტორისგან შემდგარი საარჩევნო კოლეგია გამოავლენს. ყოველ შტატს, მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით, ელექტორების განსაზღვრული რაოდენობა ჰყავს. ამერიკის მომავალ პრეზიდენტს ჯამში 270 ელექტორის ხმის მოპოვება სჭირდება.
47-ე პრეზიდენტის გარდა, ამერიკელები ასევე ირჩევენ წარმომადგენელთა პალატის ყველა, 435-ივე წევრს, სენატში – 33 სენატორს, ჯამში – ქვეყნის 468 კანონმდებელს. ბიულეტენზე ბევრგან ადგილობრივი, შტატის თუ ქალაქის მთავრობათა და საკანონმდებლო ორგანოთა მნიშვნელოვანი პოსტებიცაა.
საარჩევნო უბნების დახურვის განრიგი საათების მიხედვით:
7:00 – 60 ელექტორი
· ჯორჯია
· ინდიანა*
· კენტუკი*
· სამხრეთ კაროლინა
· ვერმონტი
· ვირჯინია
(*ინდიანაში და კენტუკიში ზოგან უბნები 6 საათზე იხურება)
7:30 – 37 ელექტორი
· ჩრდილოეთ კაროლინა
· ოჰაიო
· დასავლეთ ვირჯინია
8:00 – 171 ელექტორი
· ალაბამა
· კონექტიკუტი
· კოლუმბიის ოლქი
· დელავერი
· ფლორიდა*
· ილინოისი
· მეინი
· მერილენდი
· მასაჩუსეცი
· მისისიპი
· მისური
· ნიუ ჰემფშირი*
· ნიუ-ჯერსი
· ოკლაჰომა
· პენსილვანია
· როდ აილენდი
· ტენესი
(*ფლორიდასა და ნიუ-ჰემფშირში ზოგიერთი უბანი 7 საათზე იხურება)
8:30 – 6 ელექტორი
· არკანზასი
9:00 – 163 ელექტორი
· არიზონა
· ვისკონსინი
· მიჩიგანი*
· კოლორადო
· იოვა
· კანზასი*
· ლუიზიანა
· მინესოტა
· ნებრასკა
· ნიუ-მექსიკო
· ნიუ-იორკი
· ჩრდილოეთ დაკოტა*
· სამხრეთ დაკოტა*
· ტეხასი*
· ვაიომინგი
(*მიჩიგანში, კანზასში, ტეხასში, ჩრდილოეთ და სამხრეთ დაკოტაში ზოგან უბნები 8 საათზე იხურება)
10:00 – 16 ელექტორი
· ნევადა
· მონტანა
· იუტა
11:00 – 78 ელექტორი
· კალიფორნია
· აიდაჰო*
· ორეგონი*
· ვაშინგტონი
(*აიდაჰოში და ორეგონში ზოგან უბანი 10 საათზე იხურება)
12:00 – 4 ელექტორი
· ჰავაი
1:00 (6 ნოემბერი) – 3 ელექტორი
· ალასკა*
(*ალასკაში ზოგიერთი უბანი 12 საათზე იხურება)