„სად მეძებეთ და ვერ მიპოვეთ?“ – მამუკა მდინარაძე

მამუკა მდინარაძე ჟურნალისტებთან გამოჩნდა და აცხადებს:
„ერთი კვირა არ გამოჩნდა – ამაზე დააპირეთ რაღაც ბინძური პიარის აგება. სად მეძებეთ და ვერ მიპოვეთ, ვერ მეუბნებით.
, ნოდარ მელაძე, „ტვ პირველი“ და ა.შ. აზღვევენ ვიღაცების შეკვეთით როგორც ჩანს, რაღაც კორუფციულ ჩანართებს სადღაც. ჩვენი გაცხადებული მიზანია და რაც უნდა დაგვაბრალონ, ამაზე ვერაფერი გვათქმევინებს უარს, მ როგორც თქვა ეს, მას შემდეგ ამაზე ვართ გადაწყობილები, რომ კიდევ უფრო მძლავრად ვებრძოლოთ კორუფციას და წარმოიდგინეთ, რამდენად ამბიციური მიზანია და რამდენად დიდი შრომა სჭირდება ამას. რა თქმა უნდა, დარტყმები იქნება. გაცხადებული მიზანია, რომ მსოფლიო სამეულში უნდა მოვხვდეთ კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით. როდესაც ამ საკითხს ასე დააყენებ და მერე კიდევ უფრო მეტად არის შენზე შეტევები, იქ ყველაფერი გასაგებია…
…თორნიკე რიჟვაძე არის ადამიანი, რომელმაც ჩვენს გუნდში ძალიან ბევრი რამ გააკეთა და აჭარისთვის მართლა ძალიან ბევრი რამე გააკეთა. მისთვის კორუფცია არავის დაუვალებია. მისთვის, მით უმეტეს, რაც მან წერილში დაწერა და როგორც ჩანს, მისი წერილია, ნარკომოვაჭრეების მფარველობა არავის დაუბრალებია. ასეთი რამ, რაც ჩვენ საჯაროდაც გვინახავს, წამოსულია „ნაცმედიის“ და „ნაცჟურნალისტების“ მხრიდან“