“სად კრიალოსანი და სად ვირი” – კობახიძე სააკაშვილზე საუბრისას

აქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ გადაცემა „ღამის კურიერში“ განაცხადა:
„რეალურად, ნამდვილად არის ეს არჩევნები რეფერენდუმი და სწორედ, რეფერენდუმია ომსა და მშვიდობას შორის.
რაც შეეხება ოპოზიციის ყალბ ნარატივს თავიანთ რეფერენდუმთან დაკავშირებით, თითქოს ეს არის რეფერენდუმი ევროპასა და რუსეთს შორის, ერთი რომ, თვითონვე დაიწყეს ასე ვთქვათ, ე.წ. პრორუსული მესიჯებით საუბარი, სანქციებს აღარ ემხრობიან, რუს ტურისტებს ხელგაშლილები ელოდებიან. თქვენ გახსოვთ, რა მოხდა, როცა ერთი კრუიზი ჩამოდგა ბათუმში, დან ჩამოსული, რამხელა ისტერიკა მოაწყვეს ამაზე. დღეს ამ ტელევიზიის მაშინდელი ხელმძღვანელი გამოდის და ამბობს, რომ ნებისმიერ რუს ტურისტს მიესალმება.
ხომ ხედავთ, რა სამარცხვინო ძალებთან გვაქვს რეალურად საქმე ამ პოლიტიკური ძალების სახით. როდესაც ისინი ამბობენ, რომ ეს არის რეფერენდუმი ევროპასა და რუსეთს შორის და რუსეთია „ქართული ოცნება“ და ევროპაა რადიკალური ოპოზიცია, წარმოიდგინეთ, ვინ უნდათ, რომ წარმოგვიჩინონ ევროპად. ეს არის იგივე . სად სააკაშვილი და სად ევროპა. სად კრიალოსანი და სად ვირი.
იგივე ეხება გვარამიას, როგორ შეიძლება გვარამიას დაარქვა ევროპა რაიმე ფორმით, როგორ შეიძლება მელია წარმოაჩინო რამენაირად ევროპად, რა კავშირი აქვთ გვარამიას, მელიას, ხოშტარიას, ჯაფარიძეს ან რომელიმე მათგანს ევროპასთან. ან რა კავშირი აქვს ხაბეიშვილს, თინა ბოკუჩავას, ხაზარაძეს ევროპასთან, გახარიას, ს, სალომე სამადაშვილს. ეს ადამიანები არიან ევროპა? ამ ადამიანებს უნდა მიანდოს ხალხმა ევროპული მომავლის შენება? რა თქმა უნდა, ეს სრული სიყალბეა, როგორ შეიძლება ასეთი სიყალბე გაყიდო.”