სად იყიდება და რა ღირს ქართული ყველი

ქართული ყველის ექსპორტი მცირეა, მცირეა საექსპორტო ქვეყნების ჩამონათვალიც, თუმცა სტატისტიკის მიხედვით მასზე მოთხოვნა მზარდია.
2024 წელს 908 800 დოლარის ქართული ყველი და ხაჭო გავიდა, სულ 76 ტონა. 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მაჩვენებელი თანხობრივ და ღირებულებით მაჩვენებელში 32-33%-ით არის გაზრდილი.
საქართველოში წარმოებული ყველი სულ 7 ბაზარზე შედის, საექსპორტო ქვეყნებში კი ლიდერობს, სადაც საექსპორტო ქართული ყველის თითქმის 78% იყიდება. უმნიშვნელო რაოდენობა კი ჩინეთში გავიდა. ექსპორტიორ ქვეყნებს შორის მეორეა არაბთა გაერთიანებული საამიროები, მესამე პოზიციაზე კი – კანადა.
საშუალო ფასის მიხედვით ძირითადად $12-15 ღირს, $15-ია კანადაში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ჰონ-კონგში, აშშ-ში – $12, სომხეთში კი $4.
ყველის და ხაჭოს საექსპორტო ბაზრები
აშშ – $706.42 – 58.95 ტონა
არაბთა გაერთიანებულ საამიროები – $96 570 – 6.34 ტონა
კანადა – $80 100 – 5.36 ტონა
სომხეთი – $15 400 – 3.90 ტონა
ჰონგ-კონგი – $5 400 – 0.36 ტონა
აზერბაიჯანი – $4 680 – 0.74 ტონა
აღსანიშნავია, რომ სულ საქართველოდან ექსპორტზე 2024 წელს $1,582 მლნ-ის ყველი და ხაჭო გავიდა, თუმცა აქედან $673.49-ის რეექსპორტია და სრულად სომხეთსა (303 130 დოლარი) და ყაზახეთში (370 360 დოლარი) გავიდა.
ამავდროულად საქართველოში გაზრდილია ყველის იმპორტიც, ღირებულებით გამოსახულებაში 11%-იანი ზრდაა, მოცულობა კი მხოლოდ 13%-ით არის გაზრდილი. სულ 2024 წელს საქართველომ 32,76 მლნ დოლარის 6 236 ტონა ყველი იყიდა.
ყველის და ხაჭოს იმპორტიორი წამყვანი 7 ქვეყანა
გერმანია – $6,152 მლნ – 1 096 ტონა
თურქეთი – $5,062 მლნ – 1 402 ტონა
პოლონეთი – $4,015 მლნ – 756 ტონა
იტალია – $3,180 – 310 ტონა
– $3,066 მლნ – 722 ტონა
ნიდერლანდები – $2,270 მლნ – 335 ტონა
– $1,63 მლნ – 232 ტონა
წყარო: ბიზნესპარტნიორი