სად იყავით შარშან, ტოქსიკოლოგებს რომ ვიხვეწებოდით, ახლა რომ კრიტიკული ტონით გამოდიხართ – ბუწაშვილი

ამ ქვეყანაში არ ცხოვრობენ? სად იყვნენ შარშან, ახლა რომ კრიტიკული ტონით გამოვიდნენ – ასე მიმართავს ინფექციონისტი, იმ ექიმ კოლეგებს, განსაკუთრებით კი ტოქსიკოლოგებს განსაკუთრებით ვინც ბბს-ის გამოძიებას ეჭვქვეშ აყენებენ და ირწმუნებიან, რომ ადამიანები აქციაზე ქიმიური ნივთიერებით არ მოწამლულან.
ბუწაშვილი ამ მედიკოსებს სთავაზობს უკეთესი კვლევა თავად შესთავაზონ საზოგადოებას.
“BBC კონსტანტინე ჩახუნაშვილის მიერ გამოკვლევებზე დაყრდნობით წერს, რომ შედეგებით დადასტურდა, რომ წყლის ჭავლი ქიმიურ ნივთიერებას შეიცავდა. BBC აღნიშნავს, რომ მიუხედავად ქართული ოცნების მიმართ მოწოდებისა, დაესახელებინათ, თუ რა ნივთიერება იყო გამოყენებული, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამაზე უარი თქვა.აქციების დასაშლელი ნივთიერებები იმისთვის არ არის გამიზნული, რომ მერე ადამიანები თვეებსი განმავლობაში იტანჯებოდნენ სუნთქვის დარღვევით და კანის სხვადასხვა პათოლოგიებით, თუ ცრემლსადენი გაზი სწორად არის გამოყენებული, ხანგრძლივი დროის განმავლობაშო არ უნდა იყოს მსგავსი გახანგრძლივებული კლინიკური ნიშნები. ეს არის დასკვნა. სერიოზული დაკსვნა და ამის შემდეგ საჭიროა კვლევები.
ვინ აკრიტიკებს ამ სტატიას, იმან უნდა გვითხრას მაშინ, რატომ ინახა ეს ცვლილებები და უკეთესი კვლევა იქნება თვითონ შემოგვთავაზონ.
ძალიან სამწუხარო იყო, ჯერ ტოქსიკოლოგებსი მხირდან იყო საოცრება, შარშანდელს შემდეგ ვიძახით, სად არის ტოქსიკოლოგები, ახლა უცებ გამოჩდნენ და ჩვენ რატომ არაფერი არ გვკითხესო. ამ ქვეყანაში არ ცხოვრობენ, ვერ ხედავდნენ შარშან რა ხდებოდა? კომენტარი რატომ არ გააკეთეს? მსგავსი ტიპის კვლევები ჩაეტარებინათ თვითონაც, ვიხვეწებოდით, რომ გამოჩენილიყვნენ და ახლა გამოვიდნენ კრიტიკული ტონით, ძალიან საწყენი იყო. არა მარტო ტოქსიკოლოგები. აქ ან არ იციან, რას ნიშნავს კვლევის დიზაინები და მყარი საფუძველი მაქვს, რომ ასე ვიფიქრო”, – ამბობს

ასევე დაგაინტერესებთ

სუს – ვერ მოხერხდა ერთადერთი მოწმის, ლაშა შერგელაშვილის გამოკითხვა, რომლის ინფორმაციასაც მნიშვნელოვანწილად ეყრდნობოდა BBC – მის მიმართ მიმდინარეობს სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები „ტროტილის“ საქმეზე

სუს – 4-5 დეკემბრის ღამით მასების მართვისათვის გამოყენებული იქნა ნივთიერება ,,ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი'', რომლის გამხსნელადაც გამოიყენეს ,,პროპილენ გლიკოლის'' ხსნარი, არცერთი არ განეკუთვნება აკრძალულ კატეგორიას – ,,კამიტი” კი შსს-ს არასდროს შეუძენია

სუს – ვინაიდან ე.წ. ,,კამიტის“ გამოყენების გამოგონილ ფაქტზე საგამოძიებო მოქმედებები ამოწურულია, გრძელდება გამოძიება იმ შესაძლო დანაშაულის შესახებ, რაც უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს