სად ვყიდით და ვყიდულობთ ცქრიალა ღვინოს?

საქართველოდან ექსპორტირებული ქართული შამპანურის 45% ს ბაზარზე ხვდება. საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოდან 3.054 მლნ დოლარის ღირებულების ცქრიალა ღვინო გავიდა, აქედან 1.369 მლნ დოლარის რუსეთში.
გარდა რუსეთისა, გასული წლის 11 თვეში ქართული ცქრიალა ღვინო გავიდა:
· ში – 438.16 ათასი დოლარის
· ბელარუსში – 271.89 ათასი დოლარის
· პოლონეთში – 173.71 ათასი დოლარის
· თურქეთში – 172.50 ათასი დოლარის
· ლატვიაში – 104.37 ათასი დოლარის
· -ში – 100.49 ათასი დოლარის და ა.შ.
აღსანიშნავია, რომ 2024 წლის იანვარ-ნოემბერში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ქართული ცქრიალა ღვინის ექსპორტი შემცირებულია. 2023 წლის 11 თვეში 4.344 მლნ დოლარის ღირებულების შამპანური გავიდა.
რაც შეეხება იმპორტს, მართალია მცირედით, თუმცა გაზრდილია. 2024 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველომ 2.913 მლნ დოლარის ცქრიალა ღვინო იყიდა, 2023-ში კი 2.256 მლნ დოლარის.
2024 წელს მთავარი იმპორტიორი ქვეყნების ჩამონათვალი კი ასეთი იყო:
· საფრანგეთი – 1.425 მლნ დოლარი
· იტალია – 1.158 მლნ დოლარი
ამასთან, შარშან მცირე რაოდენობით ცქრიალა ღვინო შემოვიდა ესპანეთიდან, გერმანიიდან, ნიდერლანდებიდან, ლატვიიდან და ა.შ.