“სად ეყარეთ, ბიძინა სად იყავი? სუფრები რომ გქონდათ გაშლილი, თქვე, მართლა მოღალატეებო” – გუბაზ სანიკიძე

პოლიტიკოსი “ოცნების” განცხადებას, რომელშიც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის ხელახლა გამოძიებაზეა საუბარი, პასუხობს და ამბობს:
“ოცნების წევრები დილას იწყებენ ყავა-ღალატით, საღამოს ვახშამი ღალატში მოზელილი პურით. “ქართული ოცნება“ დაღონებული იქნება, რადგან მათი ფავორიტი დიდ სიმტკიცეს და გამჭრიახობას ვერ ავლენს. ეტყობათ ცხვირპირზე , რადგან მათი საგარეო ფსონი დადებულია რუსეთზე. ბოლო ბოდვები, რაც წამოიწყეს, რომ თურმე ს შემდეგ უნდა გადახედონ 2008 წლის მოვლენებს, ეს არის ქვეყნის პირდაპირი ღალატი, მათ მიაჩნიათ, რომ საქმის აღძვრით და გამოძიებით, გაასამართლებენ არა მარტო სააკაშვილის ხელისუფლებას, არამედ დასავლეთსაც. მათი ლოგიკა აწყობილია იმაზე, რომ სააკაშვილს დასავლეთმა უბიძგა. ეს არის დიდი გეგმა მათი, რომ დისკრედიტაცია მოხდეს “გლობალური პარტიის“. როცა თავის დროზე ამბობდა, რომ გაასამართლებდა სააკაშვილს, სწორედ ამას ნიშნავდა. სად ეყარეთ, ბიძინა სად იყავი მაშინ, რამდენი ელოდებოდით რუსებს 20-ლიტრიანი შტოფებით, სუფრები რომ გქონდათ გაშლილი, თქვე, მართლა მოღალატეებო. ძალიან ცუდი დასასრული გელოდებათ.”

ასევე დაგაინტერესებთ