სად და როგორ ვიპოვო გასაჭიმი ჭერის ხელოსანი?

გასაჭიმმა ჭერმა თანამედროვე ბაზარზე დამსახურებულად დაიკავა ერთ–ერთი წამყვანი ადგილი, მაგრამ ცოტამ თუ იცის, გარდა იმისა, რომ მოდურია, იგი ეკოლოგიურია, შესაბამისად, ხარისხიანი, ფინანსურად მომგებიანი და დიდხანს ძლებს.
ამბობენ, რომ გასაჭიმი ჭერის მონტაჟი ადვილი საქმე, დილით გაიხედავ, არ გაქვს ჭერი, საღამოს ახედავ – გაქვს. ის, რომ მონტაჟი დიდ დროს არ მოითხოვს, გასაჭიმი ჭერის ერთ–ერთი დადებით მხარეა. Სწორედ ამიტომ, ბევრი თვლის, რომ რაკი მცირე დროშია შესაძლებელი მისი გაკვრა, ესე იგი, მარტივი საქმეა და ნებისმიერს შეუძლია მისი მონტაჟი და აქ უშვებენ მთავარ შეცდომას, რადგან გასათვალისწინებელია კუთხეების ოდენობა, მათი ფორმა, ფართობი, სირთულე, გაყვანილობები, ოთახის განათება და ა.შ. კი, მონტაჟი სწრაფადაა შესაძლებელი, აი, სწრაფი და ხარისხიანი მონტაჟი კი მოითხოვს გამოცდილებას, პროფესიონალიზმს, აზომვისას სიზუსტეს, რათა არ დაზიანდეს მასალა, არ განიცადოს დეფორმაცია. სიზუსტის გარდა, გასაჭიმი ჭერის მონტაჟი ფაქიზ შრომასაც მოითხოვს – შესაბამისად, ეს ის შემთხვევაა, როცა საათების და დღეების შრომას კი არ აქვს ფასი – არამედ, გამოცდილებას, პროფესიონალიზმს, ცოდნას.
ზემოთ ჩამოთვლილი კარგი ბონუსია იმ ადამიანებისათვის, რომლებსაც გასაჭიმი ჭერის მონტაჟი პროფესიონალურად შეუძლიათ. მათ, წესით, სულ უნდა ჰქონდეთ სამუშაო და თუ ეს ასე არ არის, ესე იგი, იქ არ ეძებენ დამკვეთს, სადაც საჭიროა. არავინ შედის ფეხსაცმლის მაღაზიაში კითხვით – ბოტასი 42 ზომა და გასაჭიმი ჭერის სპეციალისტის ტელეფონის ნომერი ხომ არ გაქვთ? – შესაბამისად, ხელოსანმა, რომელმაც ეს საქმე კარგად იცის, კლიენტთან დასაკავშირებლად და სასაუბროდ ის პლატფორმა უნდა გამოიყენოს, სადაც მსგავსი პროფილის განცხადებებია განთავსებული. გარდა ამისა, რაც მეტ კმაყოფილ კლიენტს დააგროვებს, მით მეტი ადამიანი გაუწევს გულწრფელ რეკომენდაციას განცხადების ბოლოს, კომენტარებში.
რა კითხვებს სვამენ ადამიანები ყველაზე ხშირად გასაჭიმ ჭერზე?
ვეცადე ყველა ასეთი კითხვა მომეგროვებია და პასუხები გამეცა. თუმცა, თუ რომელიმე კითხვა გამომრჩა, მომწერეთ, არც თქვენ კითხვას დავტოვებ უყურადღებოდ.
შეიძლება არასტანდარტული გასაჭიმი ჭერის დამონტაჟება?
დიახ, კი, რა თქმა უნდა – ყველაზე დიდი არჩევანი სწორედ ამ ტიპის ჭერს აქვს – რა ფერის გინდა? იქნებ, ჭრელი? იქნებ, გრადაციით? იქნებ, ფიგურებით? ნახატებით? ერთ ფერში? კიდევ? – მიეცი ფანტაზიას გასაქანი, ჭერი, როგორც ტბა? იქნებ, სულაც ზღვა? ან მთას გინდა ახედო დილით? როგორი ფაქტურის გინდა რომ იყოს? კლასიკური, გლუვი, პრიალა, სატინის? გგონიათ ვაბუქებ? გასაჭიმი ჭერის ასობით განსხვავებული ვერსია არსებობს: კონუსებით, ტალღებით, ეფექტებით, არტ ბეჭდვა, ფრანგულიც კი არსებობს, არჩევანი ნამდვილად თავმბრუდამხვევია.
შეიძლება გასაჭიმი ჭერი გამოვიყენო სველ წერტილებში?
შეიძლება კი არა, აუცილებელია, საჭიროა, რომ სწორედ გასაჭიმი ჭერი გამოიყენო სველ წერტილებში, იდეალურია ამ ოთახებისთვის, არ ნესტიანდება, არ წარმოიქმნება მასზე სოკო და კოროზია. გასაწმენდად ადვილია.
რა შეიძლება ყველაზე ცუდი მოხდეს აბაზანაში? – ხო, იმაზე ცუდი, ვიდრე, შეხვედი, გაიქაფე ტანი და წყალი შეწყდა? – მართალია, ამაზე ბევრად დიდ ხარჯებს, ბევრად დიდ დროსა და ენერგიას წაგართმევს, თუ მეზობელი წყალს ჩამოგიშვებს სველ წერტილებში. იცოდი, რომ გასაჭიმი ჭერი წყალს აკავებს? იცოდი, რომ 1 კვ.მ. გასაჭიმი ჭერი 100 ლიტრამდე წყალს აკავებს? პრაქტიკულად სრულად ვარ დაცული დატბორვისგან.
თუ მეზობელმა წყალი ჩამომიშვა, გასაჭიმმა ჭერმა დააკავა წყალი და რემონტი არ გამიფუჭდა, ქვედა მეზობელიც გადარჩა ჩემგან დატბორვას, ეგ კი კარგია და მერე რა ხდება? სად მიდის ეს წყალი? გირჩევთ, სპეციალისტი დაიხმაროთ, რომელიც მარტივად და სწრაფად ამოტუმბავს ამ წყალს, ნუ ეცდებით ეს თავად გააკეთოთ და გააგრძელეთ ცხოვრება ჩვეულებრივ, რადგან, ხომ გახსოვთ, ამ ტიპის ჭერს არც სოკო უჩნდება, არც კოროზია, არც დასველებაა პრობლემა.
როგორ გავწმინდო?
მტვერს თითქმის არ იკრავს, იშვიათად ჭუჭყიანდება, მაგრამ თუ მაინც გახდა გასაწმენდი, სველი, რბილი ქსოვილით, ჩვეულებრივ, მარტივად იწმინდება, შეგიძლია გამოიყენო შუშის საწმენდი სითხე.
რომელი ფაქტურის სჯობს: გლუვი, პრიალა, თუ სატინის?
თითოეულ მათგანს აქვს თავისი დადებითი მხარე და ამ შემთხვევაშიც, გემოვნებაზეა დამოკიდებული. მაგალითად, პრიალა ჭერი სიბზინვარიდან გამომდინარე ნაწილობრივ აირეკლავს ავეჯს და ვიზუალურად აფართოებს სივრცეს, გლუვი, თუ გამოსახულების გარეშეა, მეტხანს ძლებს, სატინისას ძვირადღირებული ქსოვილის ეფექტი და ბზინვარება აქვს, ფუფუნების შეგრძნებას შემატებს სახლს. არჩევისას, გემოვნების გარდა, ეცადე ოთახის სტილსაც შეუხამო, რადგან, შესაძლოა, ცალკე აღებული მოგეწონოს და ოთახის მთლიანობაში – აღარ.
აქვს თუ არა სპეფიციკური სუნი?
–არა!
–არც დროთა განმავლობაში?
–არა!
–არც ბევრი წლის მერე?
–არა!
–არც მას შემდეგ, თუ წყალს ჩამომიშვებენ და ამოვტუმბავ?
–არა!
რემონტის რა ეტაპზე სჯობს გასაჭიმი ჭერის მონტაჟი?
გასაჭიმი ჭერის დაყენება რემონტის არც ერთ ეტაპზე პრობლემას არ წარმოადგენს, თუმცა, რემონტის ბოლოს გირჩევ, როცა ყველა საქმე, ელექტროენერგიის და კედლების ჩათვლით, დასრულდა. ასე აღარ დაგჭირდება სამონტაჟო ჯგუფის ხელახლა მოწვევა და ცალკე საფასურის გადახდა, მაგალითად, კედლების შპალერების შემდეგ დეკორატიული ლენტის გასაკრავად ან განათების დამონტაჟებისთვის.
როგორი განათების გამოყენება შემიძლია გასაჭიმ ჭერზე?
გასაჭიმი ჭერისთვის შესაფერისია განათების სხვადასხვა მოწყობილობები, ესეც გემოვნების, ფანტაზიის ამბავია: LED განათება, წერტილოვანი, თუ ლენტოვანი, დამატებითი სპეცეფექტები, მაგალითად, ვარსკვლავური, ან მოლივლივე ცის ეფექტით, ჩაღრმავებული ნათურები, თუ ისეთი ჭაღები, როგორებიც ჩვენ ბებიებს ჰქონდათ სახლებში. ერთი რასაც გირჩევ, სჯობს, გასაჭიმი ჭერის მონტაჟამდე გადაწყვიტო, რა სახის ნათურები, თუ ჭაღი გექნება, და წინასწარ გაიყვანო გაყვანილობა.
რამდენ ხანს ძლებს?
მინიმუმ 25 წელი, ფერს არ იცვლის, თუმცა, ფაქტურის მიხედვით, ზოგი მეტხანსაც. უმეტესად, მას იმიტომ კი არ ცვლიან, რომ გაფუჭდა, არამედ, უფრო მეტად იმიტომ, რომ მთლიანი ბინის, თუ სახლის რემონტი წამოიწყეს ამასობაში, ან იმიტომ რომ მოსწყინდათ და ახალი დიზაინით სურთ განახლება.
შემიძლია გასაჭიმი ჭერი შევღებო?
არა, ამ ჭერის შეღებვა შეუძლებელია, გამომდინარე იქედან, რომ არ გააჩნია სითხის შთანთქმის უნარი. ასე რომ, ჭერის ფერი ეცადე კარგად შეარჩიო, რათა სწრაფად არ მოგწყინდეს.
შენიშვნა – შესაძლებელია სატინის გასაჭიმი ჭერის შეღებვა/მოხატვა – თუმცა, ეს ტექნოლოგიურად იმდენად რთული და ფაქიზი პროცესია, რომ არ გირჩევ ხელოსნის გარეშე ამის გაკეთებას.
რამდენიმე სანტიმეტრით ადაბლებს ოთახს?
გასაჭიმი ჭერისთვის საჭირო მინიმალური ადგილია 2.5 სმ, მაქსიმუმი – 4–5 სმ. თუ ჭერში ჩაშენებულია ნათურები, მაშინ ის დაიწევს იმ მანძილზე, რომელიც აუცილებელია მათი ტექნიკური ნაწილების დასამალად. უმეტესად, ეს არის 5-7 სმ.
სად შემიძლია გავაკეთო გასაჭიმი ჭერი?
კორპუსის ბინაში, კერძო სახლში, აგარაკზე, ოფისში, საწარმოში, მაღაზიაში, მთაში, ბარში – სულ ერთია, გამომდინარე იქედან, რომ ფასი ხელმისაწვდომია, ხარისხი – მაღალი, არის ეკოლოგიურად უსაფრთხო, ნესტგამძლე და მონტაჟდება დროის მოკლე მონაკვეთში, მისი გამოყენება ყველგან შეგიძლია.
რა ღირს?
თუ ვიკითხავ, – რა ღირს კაბა, ან შარვალი? – აუცილებლად კითხვით მიპასუხებენ: – რომელი? გასაჭიმი ჭერის ფასი განისაზღვრება იმით, რა ფაქტურის მასალა უნდა გამოიყენო: კლასიკური, გლუვი, პრიალა, თუ სატინის. იყენებ თუ არა არტ ბეჭდვას და როგორს? გჭირდება, თუ არა, სპეც ეფექტები, მაგალითად, განათების სახით, თუ არა? და თუ გჭირდება, როგორი? იქნებ, სულაც, ფრანგული ჭერი გინდა? წინასწარ უნდა გაიარო სპეციალისტთან კონსულტაცია და სწორედ ეს დეტალები გაარკვიო.
ვინ უნდა დაამონტაჟოს გასაჭიმი ჭერი?
აუცილებლად სპეციალისტმა, რადგან ეს ერთი შეხედვით მარტივი საქმე, დიდ ცოდნას და გამოცდილებას საჭიროებს, რათა არ დაზიანდეს მასალა, სწორად და კარგად იქნას კუთხეები გამოყვანილი, სწორად იყოს დაგეგმილი და ნახაზი შედგენილი, არ გქონდეს დამატებითი ფინანსური დანახარჯი, არ იყოს არასწორად დამონტაჟებული და ა.შ.
ისევე, როგორც ყველა სხვა ხელოსანი, გასაჭიმი ჭერის ხელოსანი უნდა ეძებო იქ, სადაც ბევრი მსგავსი განცხადებაა განთავსებული, სადაც კონკურენციაა, როგორც ფასის, ასევე ხარისხის, სადაც, არაერთი ხელოსნის მონაცემი დაგხვდება და შეძლებ, რამდენიმეს მაინც დაუკავშირდე და ესაუბრო, რათა, გადაწყვიტო, რომელს ანდობ შენი სახლის, თუ ოფისის ჭერს.
არ დაგავიწყდეს, გაეცანი კომენტარებს, რათა იმ ადამიანების გამოცდილება გაიზიარო, რომლებმაც უკვე ისარგებლეს კონკრეტული ხელოსნოს მომსახურებით.
Შეჯამება:
თუ ყველა საჭირო კითხვას ვუპასუხე და დარწმუნდი, რომ სწორ არჩევანს აკეთებ – დაგრჩა ბოლო ეტაპი – ფაქტურის, ფერის მიხედვით მასალის შერჩევა. თუ მშვიდი ფერები გინდა საძინებლისთვის კარგი ვარიანტებია მწვანე და რბილი ნეიტრალური ფერები, ღია იასამნისფერი ხელს უწყობს ძილს და დასვენებას, ვარდისფერი ფერი მზრუნველობის და სითბოს განწყობის მომტანია. შეგიძლია მისაღები ოთახის ნაწილი მშვიდ ფერებში გადაწყვიტო და მეორე ნაწილი მკვეთრი ფერის ან არტ ბეჭდვის გამოყენებით გამოჰყო, კრემისფერი და თეთრი – ნეიტრალური ფერები, არასოდეს გიღალატებს, გამშვიდებს და სინათლეს შეგმატებს, სამზარეულოსთვის – ყვითელი და ნარინჯისფერი ცოცხალ, მიმზიდველ გარემოს ქმნის და ასტიმულირებს მადას, რაც შეეხება აბაზანას – ზღვასთან, წყალთან დაკავშირებული ფერები ყოველთვის საუკეთესო არჩევანია.
დაიხმარე პროფესიონალები არჩევაშიც და დაგეგმვა–მონტაჟშიც, მხოლოდ მათ შეუძლიათ მასალის დაუზიანებლად, სრულფასოვნად შესრულება სამუშაოს, ისე, რომ ორმაგის გადახდა არ მოგიწიოს საბოლოოდ და დატკბე ზუსტად ისეთი ჭერით, როგორიც წარმოგედგინა.
(R)

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრე ცისკარიშვილი – ხმა უნდა მივცეთ იმ ერთიანობას, რომელსაც აქვს ხედვა, გეგმა და საქართველოს წაიყვანს ევროპისკენ, კეთილდღეობისკენ, ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ – უარი უნდა ვუთხრათ სიღარიბეს და იზოლაციას

ზურაბ ჯაფარიძე – მივმართავ ახალგაზრდებს, გავიაზროთ სად ვიმყოფებით, წლების განმავლობაში ბევრი რამ შევძელით, დავიწყეთ საუბარი ევროკავშირთან, ნატო-სთან, თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს, ვიზალიბერალიზაცია, თუმცა ეს ყველაფერი “ ქართული ოცნების” პირობებში საფრთხის ქვეშ დგება