თოვლისა და დაბალი ტემპერატურის გამო როგორც შიდა, ისე საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე გარკვეული შეზღუდვებია დაწესებული.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. სხვა სახის ავტომობილების მოძრაობა ამ მონაკვეთზე ზვავდამცავი გვირაბების გავლით იქნება შესაძლებელი. გაუჩერებლად შეეძლებათ მოძრაობა ავტომობილებს მლეთა-გუდურის მონაკვეთზეც.
ამ ორივე მონაკვეთზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და ავტომობილებს გადაადგილება მათი ზედამხედველობითდა კოორდინაციით შეეძლებათ.
პრობლემებია ნაქერალას უღელტეხილზეც – შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული ამბროლაურის საავტომობილო გზის 39-დან 52 კილომეტრამდე მონაკვეთზეც აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. სხვა სახის ავტომობილების მოძრაობა თავისუფალია.
