“სად გაქრა კვარაცხელია?” – რას წერს იტალიური პრესა ხვიჩას შესახებ

სერია A-ს მე-17 ტურში “რომამ” “ნაპოლის” უმასპინძლა და 2:0 გაიმარჯვა. “პარტენოპეის” ქართველმა გარემარბმა მ მოედანზე 90 წუთი გაატარა, შემდეგ კი მის ნაცვლად თამი ჯაკომო რასპადორი ჩაერთო.
იტალიურმა მედია “კვარას” თამაშს გამოეხმაურა, გთავაზობთ მათ კომენტარებს.
“სად გაქრა კვარაცხელია? ფეხებში ძალიან ხშირად ურტყამენ, მცველებს აიძულებს რომ მის წინააღდეგ თამაშის წესები დაარღვიონ. მიუხედავად ამისა, არაფერი გამოუვიდა, ეს ამ სეზონში პირველი შემთხვევა არაა”, – Areanapoli.
“ბევრს ცდილობდა, თუმცა მცველებმა მისი შეჩერება მოახერხეს, ამჯერად საუკეთესო თამაში არ ჰქონდა, მაცარიმ მისთვის რაღაც უნდა მოიფიქროს”- Sky
Italia.
“ეს მისი ერთ-ერთი ყველაზე სუსტი თამაში იყო, ცდას არ აკლებდა, მაგრამ როგორც ჩანს, მოურინიომ მისი გასანეიტრალებლად ბევრი იმუშავა” – Corriere dello Sport-ი.
“შარშანდელივით ვეღარ ბრწყინავს, თითქოს ის ძველი ხასიათი აკლია, თანაგუნდელებმა კარგი გადაცემებით ვერ მოამარაგეს, თამაშიდან გათიშული იყო” – Calcionapoli.
„ნაპოლი“ 27 ქულით მეშვიდე ადგილზეა და 29 დეკემბერს „მონცას“ უმასპინძლებს.