სად გაიყიდა მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული ფინჯანი ყავა?

ყველაზე ძვირად ღირებული ფინჯანი ყავა დუბაიში (UAE) მდებარე Roasters Specialty Coffee House-ში გაყიდეს, – ამის შესახებ გინესის რეკორდების წიგნის ვებსაიტზეა ნათქვამი.
ფინჯანი ყავის ფასი 2500 დირჰამი (680 დოლარი) იყო. სასმლის საზეიმო წარდგენა 13 სექტემბერს შედგა. მყიდველის სახელი არ გახმაურებულა.
სასმელი პანამაში, Hacienda La Esmeralda-ს ფერმაში მოყვანილი არაბიკას იშვიათი და ექსკლუზიური, Geisha–ს სორტის მარცვლებისგან მომზადდა.
წყარო: snob.ru