სად გაიტაცეს მელია, რომელი მზეთუნახავი მყავს?! გატაცება ბოლო დროის ახალი მესიჯია

სად გაიტაცეს მელია, რომელი მზეთუნახავი მყავს?! გატაცება ბოლო დროის ახალი მესიჯია
სად გაიტაცეს მელია, რომელი მზეთუნახავი მელია მყავს?! – ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მ, ჟურნალისტის შეკითხვას, დაუფასდა თუ არა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ახალ დირექტორს ამ თანამდებობაზე დანიშვნით ს “გატაცება”.
მისი განცხადებით, ლევან მაისურაძეს დაუფასდა კარგი პოლიციელობა, პროფესიონალიზმი და სამშობლოს ერთგულება, რაც შეეხება გატაცებას, ეს ბოლო დროის ახალი მესიჯია.
“შეცდომებს უშვებთ, ასობით [პოლიციელი] იყოო, “ტვ პირველი” აცხადებდა და ახლა გახდა ათობით? ორ კვირაში რამდენიმე ერთეული გახდება. სისულელეს მეკითხებით. ლევან მაისურაძეს დაუფასდა კარგი პოლიციელობა, პროფესიონალობა, სამშობლოს ერთგულება, ღირსეული ადამიანობა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ზედმიწევნით სწორად შესრულება და ის, რომ გეკა გელაძემ იფიქრა, ეს არის კარგი მენეჯერი, პროფესიონალი პოლიციელი, თავისი სამშობლო უყვარს და დანიშნა კონკრეტულ თანამდებობაზე. გატაცება ბოლო დროის ახალი მესიჯია: იმის ქმარი გაიტაცეს, ეს გაიტაცეს, ის გამოიტაცეს.” – აღნიშნა მ.

ასევე დაგაინტერესებთ

რობერტ კენედი უმცროსი: გერმანიის ხელისუფლება უგულებელყოფს პაციენტის უფლებას და ზღუდავს მოქალაქეების შესაძლებლობას, სამედიცინო გადაწყვეტილებების მიღებისას საკუთარი რწმენისა და სინდისის მიხედვით იმოქმედონ

უსამშობლო მოღალატეები დაუფარავად ნატრობენ საქართველოში ირანის მოვლენებს. საქვეყნოდ გაცხადებულ უცხოეთის მიერ დაქირავებულ ავაზაკებს სულმოუთქმელად სურთ საქართველოს და მისი მოსახლეობის აღგვა პირისაგან მიწისა