გუდაურის მისასვლელი საავტომობილო გზის 5 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობის დასრულება 2025 წლის ბოლომდეა დაგეგმილი, – ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ საავტომობილო გზების დეპარტამენტში განუცხადეს.
შენდება გუდაურთან მისასვლელი ახალი გზა – სად გაივლის?
მათივე ცნობით, აღნიშნული გზის მონაკვეთი სოფელი ზაქათკართან დაიწყება და საბოლოოდ სოფელ სეთურებთან დაუერთდება საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა – სტეფანწმინდა – ლარსის საავტომობილო გზას.
გზის სამშენებლო სამუშაოები ჯამში 6 მილიონი ლარი დაჯდება.
აღნიშნულ მონაკვეთზე ამ ეტაპზე მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები, რომელსაც ახორციელებს China Railway 23rd Bureau Group Co. Ltd. გაცნობებთ, რომ გუდაურის მისასვლელი გზის დასრულება დაგეგმილია 2025 წელს და მისი ღირებულება შეადგინეს დაახლოებით 6 მილიონ ლარს. ხოლო რაც შეეხება გვირაბს, მოგახსენებთ, რომ გუდაურის 5 კმ-იანი მისასვლელი გზის პროექტი არ ითვალისწინებს გვირაბისა მშენებლობას“, – განუცხადეს „ბიზნესპრესნიუსს“ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.
შეგახსენებთ, China Railway 23rd Bureau Group-ი იმ უმსხვილესი გზების მშენებელი კომპანიების ათეულშია, რომელთა ბრუნვაც 2024 წელს ყველაზე მაღალი იყო. აღნიშნული კომპანიის საქართველოს ფილიალი ქვეყანაში 2010 წლიდან ოპერირებს. კომპანიის დირექტორი არის ჩინეთის მოქალაქე ჩაო ვანგი. აღსანიშნავია ისიც, რომ კომპანიის საბოლოო მესაკუთრე ჩინეთში დაფუძნებული შპს „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფია“.
