ნიკა მელია დიღმის წინასწარი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს. ამ დრომდე, კვლავ გაურკვეველია, რა ბრალდებით დააკავეს ოპოზიცონერი ლიდერი, რადგან, ყველასთვის ცნობილია, რომ მას გირაოს გადახდის ვადა ღამის 12:00 საათზე ეწურებოდა.
ნიკა მელიას პროცესი ხვალ 14:00 საათზე იყო ჩანიშნული, თუმცა, პოლიტიკოსი სასამართლოში მისვლას არ აპირებდა.
ადვოკატი ვარაუდობს, რომ “ცვლილებისთვის” ლიდერი ადმინისტრაციული მუხლით არის დაკავებული, რათა მელიას ხვალინდელ პროცესზე დასწრება აიძულონ, რომელზეც პოლიტიკოსს საჯაროდ ჰქონდა ნათქვამი, რომ დასწრებას არ აპირებდა
