სად არიან ის რადიკალი ოპოზიციონერები, რომლებიც გვიკიჟინებდნენ სანქციების დაწესებაზე, გამოვიდნენ და დაგმონ

სად არიან ის რადიკალი ოპოზიციონერები, რომლებიც გვიკიჟინებდნენ სანქციების დაწესებაზე, გამოვიდნენ და დაგმონ
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ევროკავშირის სტატისტიკის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, სანქციების პარალელურად რუსეთთან ევროპის ქვეყნები კვლავ წარმატებით ვაჭრობენ. ამ მონაცემების მიხედვით, პირველ ადგილზე ბალტიისპირეთის ქვეყნებია.
მმართველი გუნდის წევრი ირაკლი ზარქუა ანდრიუს კუბილიუსს ორმაგ სტანდარტში ადანაშაულებს.
„ევროპულმა სტატისტიკის სამსახურმა გამოაქვეყნა ევროკავშირის ვაჭრობის მონაცემები რუსეთთან. ლიეტუვა, ლატვია და არის პირველ ადგილას. 2020-2023 წელს 12 და 28%–ით გაუზრდიათ ვაჭრობა რუსეთთან.
მათი ლიდერები და წარმომადგენლები ჩვენ გვიკიჟინებდნენ, რომ სთვის სანქცია დაგვეწესებინა. მისტერ კუბილიუს რა ხდება? ეგ როგორ ხდება?თქვენი ქვეყანა ლიეტუვა პირველ ადგილზე გავიდა რუსეთთან ვაჭრობით. მე ველოდები ევროპარლამენტის იმ რეზოლუციაში, რომ დაგმობთ თქვენი მთავრობის ამ ქმედებას. სამარცხვინოა, ორმაგ სტანდარტს არ გაგიტარებთ.
სად არიან ის რადიკალი ოპოზიციონერები, რომლებიც გვიკიჟინებდნენ სანქციების დაწესებაზე , გამოვიდნენ და დაგმონ“, – განაცხადა ზარქუამ.

ასევე დაგაინტერესებთ

საქმე გვაქვს, ოპოზიციის წინასწარ დაგეგმილ პროვოკაციასთან, დღეს ცესკო ადამიანებს პროფესიული ნიშნით ირჩევს, ნეიტრალიტეტი კი თითოეულ მათგანს მოეთხოვება, მათ შორის, კომისიაში ოპოზიციის კვოტით მყოფ ადამიანებს