„სადღაც, 120 ჰექტარი ტყე დავკარგეთ” – ჩორჩანას საქმეზე სოფლის მკვიდრი გამოკითხეს

ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით, გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვები გრძელდება. დღეს სოფელ ჩორჩანას მაცხოვრებელი, ალექსანდრე ლომიძე გამოკითხეს. ლომიძემ თქვა, რომ საგუშაგოს ჩადგმის შემდეგ, საქართველომ 120 ჰექტარი ტყე დაკარგა.
“საგუშაგოს ჩადგმამდე, ჩვენ ტყით ვსარგებლობდით. მდინარემდე ჩავდიოდით და ხმას არავინ გვცემდა. საგუშაგოს ჩადგმის შემდეგ კი სადღაც კილომეტრნახევრით ზემოთ ამოვიდნენ რუსები დავარქვათ, თუ ვინც არიან, და თავისი დროშები აღმართეს […] სადღაც, 120 ჰექტარი ტყე მაინც დავკარგეთ – ჩვენი სოფლის საკოლმეურნეო ტყე”. – თქვა ლომიძემ გამოკითხვის დასრულების შემდეგ.
ამ საქმესთან დაკავშირებით, დღესვე, 18:00 საათზე, გამოკითხვაზე რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი, მაია ცქიტიშვილიც არის დაბარებული.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი – მთავარი პროკურორი, რომლის შეთითხნილი ბრალდებებით დამაპატიმრეს, “ქილერად” გამოაცხადეს, როგორც ჩანს, “ქილერის” გარდა, ვერავინ უსრულებდა ივანიშვილს ამ სურვილს – გაფრთხილებდით 90-იანებში დაგვაბრუნებენ-მეთქი

ირაკლი კობახიძე – ხვალ საღამოდან ამოქმედდება ახალი ჩქაროსნული გზის მონაკვეთი, რომელიც ერთმანეთთან გაცილებით მოკლე დროში დააკავშირებს რეგიონებს, ადამიანებს, ეკონომიკურ ცენტრებს – ბუნებრივია, ეს ყველაფერი ახალ იმპულსს შესძენს ჩვენი ქვეყნის განვითარებას