სადოქტორო განათლების ხარისხისა და სადოქტორო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამების შეფასების ხარისხის უზრუნველყოფის ახალი ჩარჩო დოკუმენტი დამტკიცდა

სადოქტორო განათლების ხარისხისა და სადოქტორო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამების შეფასების ხარისხის უზრუნველყოფის ახალი ჩარჩო დოკუმენტი დამტკიცდა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.
მათი ცნობით, განახლებული დოკუმენტი კვლევის თანამედროვე მიდგომების გათვალისწინებით სადოქტორო საფეხურის კვლევის სპეციფიკას მოიცავს.
„საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს სადოქტორო განათლებისა და სამეცნიერო-კვლევითი კომპონენტის ხარისხის უზრუნველყოფის სრულყოფა და განვითარება. ამ მიზნით, სამინისტროს ინიციატივით შემუშავდა და დამტკიცდა სადოქტორო განათლების ხარისხისა და სადოქტორო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამების შეფასების კონცეპტუალურად სრულიად ახალი სტანდარტი, რომელიც უზრუნველყოფს სადოქტორო ნაშრომების სამეცნიერო-კვლევითი პროცესის ხარისხის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებას.
აღსანიშნავია, რომ განახლებული დოკუმენტი მოიცავს სადოქტორო საფეხურის კვლევის სპეციფიკას კვლევის თანამედროვე მიდგომების გათვალისწინებით. ის ეფუძნება ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს და სადოქტორო განათლების სახელმძღვანელო პრინციპებს.
დოკუმენტი შეეხება ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე დაშვების წინაპირობები, დისერტაციის დაცვაზე დაშვების წინაპირობები, დოქტორანტის სამეცნიერო ხელმძღვანელის საკვალიფიკაციო მოთხოვნები, ნაშრომის რეცენზირების პროცესი, დოქტორანტების და ხელმძღვანელების თანაფარდობა დ. ა. შ.
აღნიშნული ჩარჩო დოკუმენტი დაინტერესებული მხარეების ფართო ჩართულობით შემუშავდა – შინაარსობრივი მხარე და ყველა მნიშვნელოვანი დეტალი განხილულ იქნა რექტორთა საბჭოს სხდომებზე“, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

პაატა მანჯგალაძე – რეჟიმს მორალური რესურსი ამოწურული აქვს და ახლა ნაძარცვი ქონების გადანაწილება-შენარჩუნებაზეა გადასული, ამ გადანაწილების პროცესში კი რამდენიმე კლანი ერთმანეთს დაერია

ლელა ჯეჯელავა – მგონი, მხოლოდ სალომე ზურაბიშვილი დარჩა წინააღმდეგობის პლატფორმაზე და როგორ უნდა აღადგინოს წინააღმდეგობა? ქარტიამდე მისვლაა საჭირო და როგორ მივდივართ? – ან დადებს კონკრეტულ გეგმას, ან სტრატეგიული გაუგებრობა საპროტესტო განწყობას აზიანებს