სადიგოვი: დიქტატორ კობახიძეს, განგსტერ ივანიშვილს ბედმა არ გაუღიმა, რომ ასეთი მედია ჰყავთ

აზერბაიჯანელმა ჟურნალსიტმა აფგან სადიგოვმა გათავისუფლების შემდეგ ქართველ ჟურნალისტებს მადლობა გადაუხადა მისი პატიმრობის აქტიურად გაშუქებისათვის და აღნიშნა, რომ ის საქართველოში “დიქტატორი ალიევის შეკვეთით და დიქტატურის გზაზე შემდგარი კობახიძის აღსრულებით” დააკავეს.
მან ასევე მადლობა გადაუხადა საერთაშორისო ორგანიზაციებს, ქართულ არასამთავრობოებს და საელჩოებს მხარდაჭერისთვის.
“პირველ რიგში, მივესალმები თქვენნაირ გაბედულ, თქვენნაირ მამაც ჟურნალისებს, რომლებსაც წარმოადგენთ ქართველი ჟურნალისტები საქართველოში.
დიქტატორ ს და ასევე, განგსტერ ივანიშვილს ბედმა არ გაუღიმა იმიტომ, რომ თქვენნაირი მედიის წარმომადგენლები ჰყავთ საქართველოში.
ასევე მადლიერი ვარ იმისათვის, რომ ჩემთან დაკავშირებულ ამბებს ყოველთვის დღის წესრიგში აყენებდით და საზოგადოების ყურადღების ცენტრში ამყოფებდით.
ასევე, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს უფლებადამცველებს, ადვოკატებს და სოციალური სამართლიანობის ცენტრს. მიუხედავად ახალგაზრდობისა, ისინი ძალიან პროფესიონალები არიან.
საქართველოში თუ ვინმეს შეექმნება პრობლემები უსამართლობასთან დაკავშირებით მათი ხსნის გზა სწორედ სოციალური სამართლიანობის ცენტრი გახლავთ…
უსასრულო იქნება სია იმ ადამიანების თუ ორგანიზაციების მიმართ, რომლებსაც ჩემგან მადლობა ეკუთვნით. საქართველოში მე დამაკავეს დიქტატორი ალიევის შეკვეთით და ამ დიქტატურის გზაზე შემდგარი კობახიძის აღსრულებით”- თქვა სადიგოვმა.
აზერბაიჯანელი ჟურნალისტი 9-თვიანი პატიმრობის შემდეგ გუშინ, 16 აპრილს გაათავისუფლეს.