შს მინისტრი ადასტურებს, რომ სადგურის მოედანზე კორპუსში მომხდარი ნგრევის შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა ერთი ადამიანი.
მისი თქმით, დაშავებული კლინიკაშია გადყვანილი.
”ადგილზე გამოცხადდა სამაშველო სამსახური შესაბამისი პოლიციური ძალებით, გამოძიება მიმდინარეობს 240-ე მუხლით.
ამ ეტაპზე რაც შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ მხოლოდ ერთი ადამიანი არის კლინიკაში გადაყვანილი, კონტაქტურია, უტარდება სამედიცინო დახმარება. ასევე შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ მხოლოდ ერთი ადამიანი არის გარდაცვლილი. თუ გაიზრდება რიცხვი, მოგახსენებთ“, – განაცხადა გეკა გელაძემ.
www.interpressnews.ge
