სადახლოს სკოლის პედაგოგი – საგაკვეთილო საათების სიმრავლეზე მიბმული ფორმულა სკოლებში სექტემბრიდან კიდევ უფრო მეტ კონფლიქტს გამოიწვევს

საგაკვეთილო საათების სიმრავლეზე მიბმული ფორმულა კიდევ უფრო მეტ კონფლიქტს გამოიწვევს სკოლებში სექტემბრიდან, – ამის შესახებ სადახლოს სკოლის ქართული ენის პედაგოგმა ნათია მანიამ „ერთიანობის” ლიდერებთან შეხვედრისას განაცხადა.
მისი თქმით, განათლების მიმართულებით ძალიან ბევრი პრობლემაა, როგორიცაა აუშენებელი, გაურემონტებელი სკოლები, მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა და გაუმართავი ეროვნული სასწავლო გეგმა.
„მასწავლებელთა და ზოგადად განათლების პრობლემა ძალიან ბევრია. დავიწყოთ აუშენებელი, გაურემონტებელი სკოლებით, გაუმართავი ინფრასტრუქტურით და გაუმართავი ეროვნული სასწავლო გეგმებით. ახლა, ახალი პრობლემა [გამოიკვეთა], უსამართლო სახელფასო ფორმულა, რომელმაც მასწავლებლებს შორის უკვე გამოიწვია დაპირისპირება. საგაკვეთილო საათების სიმრავლეზე მიბმული ფორმულა კი, კიდევ უფრო მეტ კონფლიქტს გამოიწვევს სკოლებში სექტემბრიდან”, – განაცხადა ნათია მანიამ, რომლის კომენტარსაც „სტრატეგია აღმაშენებლის“ პრესსამსახური ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგი უგულავა – 7 ოქტომბერს, „ქართულმა ოცნებამ“ საიდუმლო შეხვედრა გამართა, რომლის მიზანი ოპოზიციური ამომრჩევლის განეიტრალება იყო – კერძოდ, 25 ოქტომბერს პირადობის მოწმობების წართმევა და 27-ში დაბრუნება

ბიძინა ივანიშვილი – კოლექტიური „ნაცმოძრაობა” ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენის მიმართულებითაც ხელის შემშლელი ფაქტორი იქნება, ამას მოწმობს მათი ისტერიული რეაქცია შერიგებასა და მშვიდობაზე გაკეთებული განცხადებების საპასუხოდ