შემოსავლების სამსახურის განცხადებით, მებაჟე ოფიცრებმა სადახლოზე დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის მცდელობის ფაქტი აღკვეთეს.
უწყების თქმით, არადეკლარირებული საქონლის ღირებულებამ 42 098,76 ლარი შეადგინა.
“ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დეტალური დათვალიერების შედეგად, მალულად განთავსებული დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები (ჯამში: 417,17 გრამი) გამოვლინდა. არადეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულებამ 42 098,76 ლარი შეადგინა. საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა”, – ნათქვამია განცხადებაში.