“სადაც ჩემი ხალხია, დღეს მეც იქ უნდა ვიყო”- ეკა მამალაძე მუსიკოსების მარშზეა

მომღერალი, ეკა მამალაძე მუსიკოსების მარშს შეუერთდა.

მამალაძე ამბობს, რომ მისი და მისი ოჯახის უდიდესი თხოვნაა, გათავისუფლდნენ უკანონო პატიმრები.

“სადაც ჩემი ხალხია, დღეს მეც იქ უნდა ვიყო და არ შემეძლო არ მოვსულიყავი. ჩემი უდიდესი თხოვნაა, ანდრო ჭიჭინაძე, რომელიც არის ჩვენი ახალგაზრდა კოლეგა, სხვების გვარებს არ ვიტყვი, ვინმე არ გამომრჩეს, ეს არის ჩემი და ჩემო ოჯახის უდიდესი თხოვნა, რომ ისინი გათავისუფლდნენ.

არ გვინდა დაძაბულობა, ისდაც ირევა ყველაფერრი, უნდა დავმშვიდდეთ, ეს არის ჩემი და ყველას დიდი განცდა“- თქვა ეკამ “ტვ პირველთან”

ასევე დაგაინტერესებთ

კირცხალია ფონდ „ქართუზე“ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციაზე: უსუსური ტყუილია – საუბარია საქველმოქმედო ფონდზე, რომელმაც ასესხა თანხა თავის მეორე კომპანიას და იგივე კომპანია აბრუნებს უკან სიმბოლური პროცენტით, რომელი თანხაც თავისივე პროცენტით, ასევე ქველმოქმედებას უნდა მოხმარდეს

არჩილ გორდულაძე მამუკა მდინარაძის შესახებ აგორებულ პროპაგანდისტულ კამპანიაზე: რა უფრო ლოგიკურია, რამდენიმე ადამიანისგან შემდგარი აპარატი შექმნილიყო, თუ 300 კაციანი მთავრობის ადმინისტრაცია უზრუნველყოფდეს ყველა საჭიროებას