სადაც ლეოა, ისიც იქაა – ვინ არის მესის მცველი, რომელიც არგენტინელს სულ თან დაჰყვება და რამდენს გამოიმუშავებს ის [VIDEO]

მაიამის “ინტერში” გადასვლის შემდეგ ლიონელ მესის დაცვის ახალი წევრი ჰყავს. ის ყოფილი ამერიკელი სამხედრო და MMA ბრძოლების რეგულარული მონაწილე იასინ სეხუდოა.
არგენტინელს თავისი დაცვის წევრი ყველგან თან დაყვება და მატჩის დროს მოედანზეც შევა, ეს თუ საჭირო გახდება.
ის შეხვედრის მიმდინარეობისასაც კი გამუდმებით მოძრაობს და მოედნის კიდესთან დარბის და ლეოს გადაადგილებას აკვირდება.
სეხუდო თვეში 250 000 დოლარს, ანუ წელიწადში 3 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს.