სადაც არის ჩვენი ქვეყნის იურისდიქციის სრული გავლენა, იქ უნდა ტარდებოდეს , ადამიანს უნდა ჰქონდეს სრული ინფორმაცია ყველაფერთან დაკავშირებით, რაც ხდება ქვეყანაში და ამის საფუძველზე უნდა მიანიჭოს უპირატესობა ამა თუ იმ საარჩევნო სუბიექტს

სადაც არის ჩვენი ქვეყნის იურისდიქციის სრული გავლენა, იქ უნდა ტარდებოდეს , ადამიანს უნდა ჰქონდეს სრული ინფორმაცია ყველაფერთან დაკავშირებით, რაც ხდება ქვეყანაში და ამის საფუძველზე უნდა მიანიჭოს უპირატესობა ამა თუ იმ საარჩევნო სუბიექტს
სადაც არის ჩვენი ქვეყნის იურისდიქციის სრული გავლენა, იქ უნდა ტარდებოდეს არჩევნები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ნებისმიერ ქვეყანაში, ადამიანი თუ ცხოვრობს კონკრეტულ სახელმწიფოში, ის ექვემდებარება შესაბამისი იურისდიქციის გავლენას, რასაც შეიძლება ჰქონდეს სხვადასხვა ფორმით ძალიან კონკრეტული გამოხატულება.
„ეს არის არსებითი საკითხი. ტექნიკური არის მთლიანობაში ეს გადამუშავებული ვერსია, რომელიც წარმოდგენილია ახალი საარჩევნო კოდექსის სახით. რაც შეეხება კონკრეტულად ამ საკითხს, მთლიანობაში, არავითარი არსებითი გავლენა არ მოუხდენია არჩევნების შედეგებზე საზღვარგარეთ დაფიქსირებულ მონაცემებს.
რეალურად, არავითარი არსებითი შედეგი არ ჰქონია, ამიტომ, ეს არ არის აქ მთავარი. რაც შეეხება ამ ცვლილების საფუძველს, ერთი მნიშვნელოვანი საფუძველი არის, რომ ჩვენ ბოლომდე უნდა განვამტკიცოთ ჩვენი სუვერენიტეტი, ჩვენი დამოუკიდებლობა და ამ კუთხით არის ერთი რამ ხაზგასასმელი, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ცხოვრობს სხვა ქვეყანაში, ექვემდებარება უცხო იურისდიქციის გავლენას, მნიშვნელობა არ აქვს, ეს ხდება რუსეთში, ამერიკაში, ავსტრალიაში თუ ლიხტენშტეინში.
ნებისმიერ ქვეყანაში, ადამიანი თუ ცხოვრობს კონკრეტულ სახელმწიფოში, ის ექვემდებარება შესაბამისი იურისდიქციის გავლენას, რასაც შეიძლება ჰქონდეს სხვადასხვა ფორმით ძალიან კონკრეტული გამოხატულება. ამის შედეგებს ვხედავთ ჩვენ სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, ჩვენ ვხედავთ, ზოგადად, რომ სხვადასხვა ქვეყანა პირდაპირ ცდილობს ჩვენს არჩევნებში ჩარევას. ასეთ პირობებში, შესაბამის ქვეყანაში მცხოვრები ადამიანები, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო მეტად მოწყვლადი არიან ასეთი გავლენის მიმართ. აქედან გამომდინარე, ზოგადი მიდგომა უნდა იყოს ეს, რომ სადაც არის ჩვენი ქვეყნის იურისდიქციის სრული გავლენა, იქ უნდა ტარდებოდეს არჩევნები“, – განაცხადა მ.
პრემიერ-მინისტრის შეფასებით, მეორე, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი არგუმენტი დაკავშირებულია ინფორმირებულ არჩევანთან.
„ნებისმიერმა ამომრჩეველმა უნდა გააკეთოს ინფორმირებული არჩევანი. ამაში იგულისხმება რა, რომ შენ უნდა გქონდეს სრული ინფორმაცია ყველაფერთან დაკავშირებით, რაც ხდება ქვეყანაში და ამის საფუძველზე უნდა მიანიჭო უპირატესობა ამა თუ იმ საარჩევნო სუბიექტს. ნებისმიერი ადამიანი იღებს სხვადასხვა ფორმით ინფორმაციას. ინფორმაციის მიღების ერთ-ერთი საშუალება არის მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, მედია, მათ შორის, სოცმედია, საიდანაც ნებისმიერი ადამიანი იღებს გაფილტრულ ინფორმაციას. ნებისმიერი ინფორმაცია ექვემდებარება გადამუშავებას, ინტერპრეტაციას. შეიძლება იყოს აბსოლუტურად კეთილსინდისიერი მედიასაშუალება, მაგრამ მისი გავლით მიღებული ინფორმაციაც კი არის ინტერპრეტირებული და გაფილტრული, ანუ ექვემდებარება გარკვეულ ფილტრს.
მით უმეტეს, რომ ჩვენს ქვეყანაში არის უამრავი სხვადასხვა მედიასაშუალება და მათი სარედაქციო პოლიტიკა არის ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული. არის კიდევ სოცმედია, სადაც ათასგვარ ფილტრს გადის ნებისმიერი ტიპის ინფორმაცია“, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, შეიძლება, არ იყოს საუბარი კონკრეტული ინდივიდის დაშინებაზე, მაგრამ როდესაც ადამიანი ცხოვრობს სხვა ქვეყანაში, ბუნებრივად არის იმ იურისდიქციის გავლენის ქვეშ.
„მარტივი მაგალითი რომ მოვიყვანოთ, შეიძლება ჰქონდეს ადამიანს იმის შიში, რომ სხვადასხვა ტიპის პოლიტიკური პრეფერენციის გამოვლენის შემთხვევაში, მას არ გაუგრძელდება შესაბამისი ბინადრობის ნებართვა, მაგალითად ან სამსახურში ვერ შეინარჩუნებს სამუშაო ადგილს.
თქვენ გახსოვთ, კამპანია ჰქონდათ აწეული იმასთან დაკავშირებით, რომ კონკრეტულ საელჩოში ხელისუფლების მხარდამჭერ ადამიანებს არ აძლევდნენ ვიზას. კამპანია ჰქონდათ ჩვენს ოპონენტებს აწეული ამასთან დაკავშირებით. აქედან ძალიან მარტივად ჩანს, რომ უცხოურ იურისდიქციას ძალიან მარტივად შეიძლება დაექვემდებაროს ადამიანი. ამ დროს, როდესაც შენი ქვეყნის საკითხებთან დაკავშირებით აკეთებ შენს არჩევანს, მთლიანად უნდა იყო თავისუფალი უცხოური იურისდიქციის გავლენისგან.
რაც შეეხება ინფორმირებულობას, არსებობს გაფილტრული წყაროები ინფორმაციის, ეს არის, მათ შორის, მასმედია. თუნდაც, როდესაც საკუთარი ოჯახის წევრებისგან იღებს ადამიანი ინფორმაციას, ესეც კი გაფილტრულია, ანუ ვიღაცის ინტერპრეტაცია. ინფორმაციის ყველაზე სუფთა, წმინდა წყარო არის ის გარემო, სადაც ცხოვრობ. ჩვენ ვამბობთ მარტივ რამეს, რა თქმა უნდა, ყველა, საზღვარგარეთ მცხოვრები ნებისმიერი თანამოქალაქე ინარჩუნებს, ბუნებრივია, საარჩევნო ხმის უფლებას, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ თუნდაც ერთი დღით, ესეც კი საკმარისია, ჩამოდი ქვეყანაში, შენი თვალით გაეცანი, რა გარემოა ქვეყანაში და ამის შემდეგ უფრო მეტად ინფორმირებული, არსებითად ინფორმირებული არჩევანი გააკეთე“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – საერთოდ დაკარგული აქვს კონკრეტულ ქვეყნებსაც და მთლიანად ევროპულ ბიუროკრატიასაც საკუთარი სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა, აცხადებენ, რომ თურმე ის ევროინტეგრაცია შეგვიჩერებია ჩვენ 27 ნოემბერს, რომელიც მათ შეაჩერეს 27 ივნისს, ასეთ აბსურდში როცა შედიხარ, ეს ნიშნავს, რომ მთლიანად მოქმედებ არაფორმალური მმართველობის ქვეშ

პრემიერი ვიზალიბერალიზაციის შესაძლო გაუქმებაზე – ქართველ ხალხს ვერ პატიობენ კონკრეტული ბიუროკრატები, მათ უკან მდგომი არაფორმალური მმართველები იმას, რომ არ დააბრუნეს ხელისუფლებაში “კოლექტიური ნაცმოძრაობა”, ამის გამო მუდმივი შანტაჟის ქვეშ ცდილობენ ამყოფონ ჩვენი საზოგადოება, რაც უბრალოდ უსამართლო მიდგომაა და არც ჭრის

„იგლ ჰილსის“ პროექტის გარშემო წარმოებული დისკუსია არის ცარიელი გზავნილები კონკრეტული ფაქტების, არგუმენტების გარეშე, რაც ძალიან სამწუხაროა, ძალიან კარგად იცის ყველამ, რატომ ექვემდებარება ასეთი ტიპის ხელშეკრულებები გასაიდუმლოებას და ასეთ სპეკულირებას მეტყველებს ამ ადამიანების არაკეთილსინდისიერებაზე

პრემიერი “იგლ ჰილსის” პროექტზე – პროექტი და ხელშეკრულება არის აბსოლუტურად უნაკლო, დაახლოებით 11 მლრდ ლარი იქნება ჯამური ეფექტი ქვეყნის ეკონომიკაზე, ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს, საუბარი არაბიზაციაზე არის წმინდა წყლის უხეში სპეკულაცია