#სადანროგორ გავერთოთ 17-19 ნოემბერს — ღონისძიებების კალენდარი

როგორც უნდა გვსიამოვნებდეს მუშაობა და საქმის კეთება, დასვენება ყველას გვჭირდება, რათა ყოველ ჯერზე განახლებული ენერგიით თუ განწყობით დავიწყოთ ახალი ფურცლიდან. ასე რომ, ვინაიდან სამუშაო კვირა თითქმის მიიწურა, ტრადიციულად, სტატიაში გირჩევთ, სად შეგიძლიათ გართობა, განტვირთვა, დაღლილობის ენერგიულობით ჩანაცვლება და მომდევნო სამუშაო კვირისთვის სათანადოდ მომზადება.
blisscoteca არის წვეულებების სერია და მუსიკალური მოძრაობა, დაფუძნებული თბილისში, დაბადებული დისკოსა და ჰაუს მუსიკის მარადიული ხმების ინსპირაციით. „ჩვენი პირველი დღესასწაულის, დისკოიდური ღამისა და მუსიკის სიყვარულის აღსანიშნად ცნობილ გერმანულ ლეიბლ TOY TONICS-ს ვეპატიჟებით. მათთან გაერთიანებული ძალებით, მოწვეული და ადგილობრივი სცენის ცნობილი არტისტების შემოქმედებით გვსურს, 17 ნოემბერს, ჩვენი მანიფესტი რეალური გავხადოთ — სიყვარულის, ბედნიერების და თანასწორობის იდეის გავრცელება საცეკვაო მოედანზე დისკო და ჰაუს მუსიკის ძალით დავიწყოთ“.
17 ნოემბერს, პროექტის RESIDENT INVITES ფარგლებში, KHIDI წარმოგიდგენთ განსაკუთრებულ B2B ღამეს, კლუბის რეზიდენტებთან და კლუბთან მჭიდროდ დაკავშირებულ არტისტებთან ერთად, რომელზეც დაუკრავენ: თბილისში დაარსებული ცნობილი ლეიბლის Murder TBS დამფუძნებელი, დიჯეი და პროდიუსერი Puritan და მის მიერ მოწვეული, ლეგენდარული ლეიბლის Sonic Groove ოჯახის წევრი Boyd Schidt. მათთან ერთად წარდგება მულტიმედია არტისტი Knaughty და TES-ის რეზიდენტი, კოლექტივის Pirate Bay წევრი Tekkon. არტისტებთან ერთად სცენას გაიზიარებენ მულტიმედია არტისტი, Saphileaum, Left Bank-ის გუნდის წევრთან და რეზიდენტ Wesley Wise-თან ერთად.
G2 წარმოგიდგენთ კლუბის რეგულარული შემსრულებლების B2B ღამეს, რომელიც ორიენტირებული იქნება მუსიკალურ მრავალფეროვნებაზე. დიჯეები მონაცვლეობით შეასრულებენ B2B სეტს, რის ფარგლებშიც, ოთახი უმასპინძლებს კლუბის ოჯახის წევრსა და რეგულარულ შემსრულებელს P.Y.M.K, Electro/Breakbeat და Techno ჟღერადობაზე დაფუძნებული დიჯეი Kyoma, დიდი ხნის მუსიკის კოლექტორი და ენთუზიასტი Soulcry და კლუბის გუნდის წევრი Triggers In Leash.
„ზრუნვა“ ექსპერიმენტული სახალხო პროექტია, რომელშიც ერთიანდებიან ქართველი მუსიკოსები მრავალფეროვანი მუსიკალური ფონით. შინაარსობრივად ქართველი არტისტების მხრიდან, შემოქმედებითი ექსპრესიის გზით, საზოგადოებასა და ქვეყანაში სხვადასხვა მწვავე სოციალურ პრობლემაზე ყურადღების გამახვილებას ემსახურება.
პროექტის ავტორი და პროდიუსერია დავით მანჩხაშვილი, იგივე Melqo. კონცერტის მიზანია მისი ძველი და ახალი ნაწარმოებები წარმოაჩინოს, რომლებიც ფილოსოფიური თემებითა და ლირიკული მოტივებით გამოირჩევა.
„ეს არის ცირკის არენის სიგრძე დიაგონალზე.
ცირკის თემა არ ნიშნავს მხოლოდ წარმოდგენას, ეს არის ძველი ხელოვნება,
რომელიც გიზიდავს არა მხოლოდ გართობით, არამედ როგორც დრამატული მოვლენით, დაკავშირებული ხიფათთან.
ეს პარადოქსალური რეალობა მსგავსია ცხოვრების პროექციის.
ცირკის წარმოდგენა არა როგორც მხოლოდ ჯადოქრობა, არამედ მისი უკანა მხარე, რომელიც არაფრით არის დაკავშირებული ჩვეულებრივი გაგებით,
აღფრთოვანებითა და გაოცებით.
ეს არის ადამიანის შინაგანი სამყარო, რომელიც შეუძლებელია, რომ გააკონტროლო.
ამიტომ ამ თემის გახსნა დაკავშირებულია რაოდენობასთან და სტილისტურ მრავალფეროვნებასთან, გარდამავალი ერთი რეალობიდან მეორეში, რეალურიდან
აბსტრაქტულამდე“.
პირველად ქართული ციფრული მარკეტინგის სამყაროში – Ad Summit Tbilisi 2023 19 ნოემბერს სასტუმრო Radisson Blu Iveria-ში ჩატარდება. 350-ზე მეტი დამსწრე, 15-მდე სპიკერი, 20-მდე მასტერკლასი და 15-მდე პარტნიორი კომპანია შექმნის პირველი ქართული ციფრული მარკეტინგული ღონისძიების გამოცდილებას! სამიტი ძირითადად ფოკუსირებული იქნება ციფრულ მარკეტინგსა და მასთან დაკავშირებულ ციფრულ მიმართულებებზე, ამიტომაც ღონისძიებაზე ინდუსტრიის წამყვანი ექსპერტები ისაუბრებენ: ციფრულ მარკეტინგზე, ელექტრონულ კომერციაზე, ხელოვნურ ინტელექტსა და მარკეტინგულ ავტომატიზაციებზე, ბრენდ დიზაინზე, კონტენტ მარკეტინგსა და ინფლუენსერ მარკეტინგზე.