სადაზღვევო სექტორის წმინდა მოგება 90%-ით გაიზარდა, შემოსავალმა კი 1 მლრდ ლარს გადააჭარბა

2023 წლის შედეგებით სადაზღვევო კომპანიების მოგებამ 248,5 მილიონი ლარი შეადგინა, წმინდა მოგებამ კი 73,5 მილიონი ლარი. მაშინ როდესაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში სადაზღვევო მოგება 210 მლნ ლარი, ხოლო წმინდა მოგება 39 მლნ ლარი იყო.
დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის ინფორმაციით, 2023 წლის განმავლობაში მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან 1 063,6 მილიონი ლარი შეადგინა.
სადაზღვევო კომპანიების აქტივების ჯამური მოცულობა შეადგენს 1 300,9 მილიონ ლარს, ხოლო კაპიტალი 374,3 მილიონ ლარს.
2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით რეგისტრირებულია 18 სადაზღვევო კომპანია, რომლებიც ფლობენ სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას.