სადაზღვევო ინდუსტრიისთვის “ესტონური მოდელი” ამოქმედდა – რას ელის ბიზნესი?

სადაზღვევო სექტორში დაბეგვრის ე.წ. ესტონური მოდელი ამოქმედდა. “ესტონური მოდელით”, სადაზღვევო კომპანიებს განაწილებული მოგების გადასახადი 20%–დან 15%-მდე შეუმცირდებათ, მოგების რეინვესტირების შემთხვევაში კი კომპანია ამ გადასახადისაგან გათავისუფლდება. სადაზღვევო სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათი ყოველწლიური მოგების გათვალისწინებით, ეს ქვეყანაში სადაზღვევო სფეროს განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება.