საგნები, რომელსაც წარუმატებლობა მოაქვს – ნახეთ, რატომ უნდა გადაყაროთ ისინი

ხანდახან, ჩვენს ცხოვრებაში წარუმატებელი პერიოდი იწყება. არაფერი გამოგვდის, საქმეები ცუდად მიდის და ხასიათიც გვიფუჭდება. სრულიად შესაძლებელია, ამის მიზეზი თქვენს გარშემო მყოფი ე.წ. ნეგატიური საგნები იყოს, რომელიც თქვენს ცხოვრებაში ქაოსს წარმოშობს. ამიტომ, შეეცადეთ, მოიშოროთ შემდეგი საგნები:
1. “მკვდარი”საგნები
საქმე ეხება გამხმარ ყვავილებს, მოკლული ცხოველების ფიტულებს და ნიჟარებსაც კი. თუ გიყვართ ცოცხალი ყვავილები, ყურადღება მიაქციეთ, რომ დაჭკნობის შემთხვევაში აუცილებლად თავიდან მოიშოროთ. ნიჟარები კი რეგულარულად უნდა წმინდოთ, რათა თავიდან აიცილო ცუდ აურასთან დაკავშირებული პრობლემები.
2. სურათები, რომლებზეც ბუნებრივი კატასტროფებია გამოსახული
საუბარია არა მხოლოდ გლობალურ კატასტროფებზე, არამედ იმ ნახატებზეც, რომლებზეც ასახულია ძლიერი წვიმა, ზვავი და სხვა მოლენები, რომლებიც უსიამოვნო ემოციებს იწვევს.
3. კენტად დარჩენილი ოდესღაც წყვილი საგნები
თუ სახლში ან საკუჭნაოში ცალი თხილამური ან ცალი ბოტასი გაქვთ შემორჩენილი, რომელიც ოდესღაც ძალიან მოგწონდათ, მაგრამ მისი წყვილი დაკარგეთ, დროა ისიც გადააგდოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება წარუმატებლობის მიზეზი გახდეს.
4. გაჩერებული საათი
საათის გაჩერება ძალიან ცუდი ნიშანია, ამიტომ იზრუნეთ იმაზე, რომ სახლში ყველა საათი მუშაობდეს. თუ გაგიფუჭდათ და შეკეთება შეუძლებელია, გულიც არ დაგწყდეთ, ისე გადააგდეთ.
5. გაცვეთილი ცოცხი
ის, რითაც სახლში წესრიგსა და სისუფთავეს ინარჩუნებთ, თავადაც წესრიგში უნდა იყოს. თუ თქვენი ცოცხი უკვე დაძველდა და ღერებად იშლება, გადააგდეთ და ახალი შეიძინეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამბობენ, რომ ეს ფინანსურ დანაკარგებს მოგიტანთ.
6. ფოტოები, რომლებიც დადებით ემოციებს არ აღგიძრავთ
ყველაფერი, რაც თქვენში ნეგატიურ ემოციას აღძრავს, უნდა გაიტანოთ სახლიდან!
7. წვრილმანი ნაგავი ჯიბეში, ჩანთაში, საფულეში
როგორც ამბობენ, ამგვარი წვრილმანებით იწყება მსხვილი პრობლემები. იმისათვის, რომ თქვენს ცხოვრებაში ჰარმონია იყოს, შეეცადეთ ყველა ნივთი წესრიგში გქონდეთ.
8. საგნები, რომლებსაც 3 წელზე მეტია არ იყენებთ
მათში ინერტული ენერგია გროვდება, ამიტომ აფერხებენ განვითარებას თქვენს ირგვლივ.
9. გატეხილი მინა და ჭურჭელი
გატეხილი მინა განასახიერებს საფრთხეს, ამიტომ ყურადღებით უნდა ვიყოთ, რომ სახლში ფანჯრები, ჭურჭელი და სხვა მყიფე საგნები ყოველთვის მთელი იყოს! ხოლო გატეხილი კი დაუყოვნებლივ უნდა გადავაგდოთ.
10. ძველი ნივთები
თუ ძველი ტანსაცმელი გადასაგდებად არ გემეტებათ, მიეცით იგი ქველმოქმედებისთვის. არ ღირს სახლში შეინახოთ ის, რასაც აღარასოდეს გამოიყენებთ.

ასევე დაგაინტერესებთ