საგზაო მოძრაობის წესების დარღვევებზე ჯარიმები იზრდება – კანონპროექტი

“ქართული ოცნების” პარლამენტში დაინიცირდა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც მკაცდრება საგზაო მოძრაობის წესები და იზრდება ჯარიმები. საქმე ეხება როგორც ქვეითებს, ისე მძღოლებს.
· ქვეითად მოსიარულეების შემთხვევაში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის (შუქნიშანის წითელ შეუქზე გადასვლა, საგზაო ნიშნების უგულებელყოფა და ა.შ.) თუ აქამდე ჯარიმა იყო 10 ლარი, კანონპროექტის დამტკიცების შემდეგ იქნება 50 ლარი. განმეორების შემთხვეაში ჯარიმა ორმაგდება – თუ აქამდე 20 ლარი იყო, მომავალში იქნება 100 ლარი.
· ქვეითად მოსიარულეს დაეკისრება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ავტომაგისტრალზე, საერთაშორისო, ან შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზაზე საგზაო მოძრაობის წესების უგულებელყოფისთვის (საგზაო ნიშნისა და შუქნიშნის უგულებელყოფა). ჯარიმა იქნება 100 ლარი, ხოლო 1 წლის განმავლობაში იგივე ქმედების გამეორებისთვის შემთხვევაში – 200 ლარი.
“ბოლო პერიოდში გახშირებულია საგზაო მოძრაობის მონაწილეთა, განსაკუთრებით ქვეითად მოსიარულეთა, მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა, კერძოდ, საგზაო მოძრაობის მარეგულირებელი სიგნალისადმი დაუმორჩილებლობა. ქვეითად მოსიარულეთა ამგვარი ქცევა, აფერხებს მოძრაობას, ქმნის საავარიო სიტუაციების რისკს, რაც საფრთხეს უქმნის საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეებს
[…] საგზაო მოძრაობის მონაწილეთა ქცევის მოდიფიცირების მიზნით აუცილებელია გამკაცრდეს დაწესებული პასუხისმგებლობის ზომა და ქმედების სიმძიმის გათვალისწინებით დაწესდეს ადეკვატური სანქცია”, – წერია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
იცვლება თვითნებურად გადაკეთებული სატრანსპორტი საშუალების დეფინიცია.
· თუ აქამდე კანონდარღვევად ითვლებოდა ისეთი სატრანსპორტო საშუალების გამოყენება, რომელსაც თვითნებულად გადათეთებული ჰქონდა საწვავის ავზი, ძარა, ან დაყენებული ჰქონა ბუნებრივი აირის სისტემა, კანონის მიღების შემდგედ აიკრძალება ისეთი ტრანსპორტის გამოყენება, რომელსაც გადაკეთებული ექნება, მათ შორის, მაყუჩიც;
· გარდა ამისა, თუ ამგვარი ტრანსპორტის გამოყენებისთვის ახლა ჯარიმა 100 ლარია, ცვლილებების შემდე ის გაორმაგდება და იქნება 200 ლარი;
· ამ სამართალდარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში, პოლიციელი შეეძლება სატრანსპორტო საშუალება გადაიყვანოს სპეციალურ დაცულ სადგომზე.
ასევე,
· იკრძალება სატრანსპორტო საშუალებაზე საგზაო მოძრაობის მონაწილის შეცდომაში შეყვანის მიზნით, კანონმდებლობით განსაზღვრული ფერისგან განსხვავებული ნებისმიერი სხვა ფერის ციმციმა სიგნალის დაყენება.
· კანონის მიღების შემდეგ, ამგვარი სამართალდარღვის ჩამდენი დაჯარიმდება 2 000 ლარით და მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობის შეუმცირდება 15 ქულით.
· განმეორებით ჩადეის შემთხვევაში ჯარიმა იქნება 2 500 ლარი, ხოლო მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობა შემცირდება 20-ით.
გარდა ამისა, ე.წ. დრიფტისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრება ყველა სახის სატრანსპორტო საშუალების მძღოლს:
· სატრანსპორტო საშუალების განზრახ მოცურება/მოსრიალება ან/და მოცურებით წრიული ბრუნვის განხორციელება (დრიფტი), გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩატარებულ პროფესიულ სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობის შემთხვევისა დაჯარიმდება 300 ლარით;
“კვლავ პრობლემურია ავტომობილების მიერ გამოწვეული ხმაური, რომლითაც მოსახლეობის უმრავლესობა განსაკუთრებით ღამის საათებშია შეწუხებული. საგულისხმოა, რომ სატრანსპორტო საშუალებების მიერ ხმაურის გამოწვევის მიზეზი სხვადასხვაა. განსაკუთრებით ხშირია შემთხვევები, როდესაც სატრანსპორტო საშუალების მფლობელის მიერ სპეციალურად ხდება სატრანსპორტო საშუალების გადაკეთება იმგვარად, რომ მას მოძრაობისას ჰქონდეს მაღალი ხმა. სწორედ ამიტომ აუცილებელია დაიხვეწოს საკანონმდებლო ბაზა და პასუხისმგებლობა დაწესდეს პირის მიერ სატრანსპორტო საშუალების იმგვარად გადაკეთებისთვის, რაც იწვევს ხმაურს”, – წერია განმარტებით ბარათში.
ამავე კანონპროექტის მიხედვით, ადმინისრაციულ სამართალდარღევათა კოდექსში სხვა ცვლილებებიც შედის. მაგალითად, წვრილმანი ხულიგნობის, პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობის, თანამდებობის პირის შეურაცხყოფის ან შეკრებისა და მანიფესტაციის წესის დარღვევისთვის დაჯარიმებული პირი ჯარიმას არ გადაიხდის, ქმედების განმეორების შემთხვევაში, მას ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდება.
აღნიშული კანონპროექტი “ქართული ოცნები” პარლამნეტში დაჩქარებულად განიხილება და მისი დამტკიცება რიგგარეშე სესიაზე იგეგმება. 1-ელი მოსმენა გაიმართა დღეს, 1-ელ ივლისს. სავარაუდოა, რომ კანონპროექტი კანონად ხვალვე დამტკიცდება.
კანონპროექტის ავტორები და ინიციატორები არიან “ქართული იცნების” შემდეგუ დეპუტატები: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, , თენგიზ შარმანაშვილი, გურამ მაჭარაშვილი და აკაკი ალადაშვილი.