„საგზაო მოძრაობის შესახებ კანონი მოძველდა“ – ამის შესახებ „რადიო პალიტრას“ გადაცემაში „თქვენი დრო“ „საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაციის“ პრეზიდენტმა, დავით მესხიშვილმა განაცხადა და აღნიშნა, რომ დრომ, ავრტომობილებმა და სატრანსპორტო საშუალებებმა საქართველოს საგზაო მოძრაობის შესახებ კანონს „გაასწრო“.
დავით მესხიშვილი აღნიშნავს, რომ გასულ წლებთან შედარებით, გაზრდილია მოტოციკლეტების რაოდენობა. მისივე თქმით, მოტოციკლეტების გადაადგილებასთან დაკავშირებით კანონის ადმინისტრირება არაეფექტურია.
„საგზაო უსაფრთხოებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპანენტია სიჩქარის კონტროლი, ქალაქის ცენტრში აღარ არის უკვე დაშვებული 60 კმ.სთ. ეს ნიშნავს, რომ ქვეითის დაღუპვის 90%-იანი ალბათობაა. თუ სიჩქარე იქნება განახევრებული, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ქვეითის გადარჩენის შანსი იქნება 80%. არსებობს მოსაზრება მოსახლეობაში, რომ თუ შეიზღუდევა სიჩქარე ქალაქის ცენტრში 30 კმ.სთ-ით, საცობები გაჩნდება, არადა პირიქით არის – შეზღუდული სიჩქარე ნიშნავს იმას, რომ დედაქალაქის იმ წერტილებში, სადაც ძაბრებია წარმოქმნილი, თუ სწრაფად არ გადავაადგილდებით, გამტარუნარიანობა გაიზრდება. დაბალი სიჩქარე არ ნიშნავს საცობებს, რეალურად პირიქით არის, ამის კვლევებიც არსებობს…
მოძველდა საგზაო მოძრაობის შესახებნ კანონი – დრომ, ავრტომობილებმა, განვითარებამ, სატრანსპორტო საშუალებებმა გაასწრო ჩვენს კანონს. წინა წლებში ამდენი მოტოციკლეტი არ მოძრაობდა. მოტოციკლებთან დაკავშირებით ადმინისტრირება არ ხდება, მოტოციკლები სარგებლობენ ტროტუარებით – ნებისმიერ დროს რომ გახვიდეთ და სცადოთ გმირთა მოედნიდან უნივერსიტეტის ქუჩაზე ასვლა, ნახავთ, რომ ტროტუარზე მოტოციკლეტები მოძრაობენ“, – აღნიშნავს დავით მესხიშვილი.
საგზაო უსაფრთხოების დარღვევებზე საუბრისას რესპონდენტმა დასძინა, რომ მნიშვნელოვანია სახელმწიფო სტურქტურების მხრიდან ე.წ შავი წერტილების შესწავლა.
„სახელმწიფო სტრიქტურებმა უნდა შეისწავლონ საგზაო შემთხვევები, შავი წერტილები, მაგრამ მეორე ნაწილი დაკავშირბეულია საზოგადოებასთანაც. არ შეიძლება, რომ ბოლო ზარზე მშობლები ბავშვებს ატანდნენ ავტომობილებს და ეს დღეს იყოს ტრაგედიის ზარი. ამასთანავე, არ შეიძლება „დრიფტაობა“, ქალაქში „დრიფტაობის“ ბევრი ვიდეო იდება, რეალურად ეს ადამიანები არ არიან სპორტის მიმდევრები, უკვე არის შესაბამისი არენები მოწყობილი თუ გინდა რომ შენი მოზღვავებული ენერგია დახარჯო. პროფესიონალი ავტომრბოლელი ასე არასდროს იქცევა.
საგზაო უსაფრთხოებაზე 7-8 წელია შინაგან საქმეთა სამინისტროში შეხვედრა არ ყოფილა, არც განუხილავთ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ექსპერტებთან თუ კონსულტანტებთან უსაფრთხოების საკითხები. გვაქვს საგზაო უსაფრთხოების დეპარტამენტი, რომელმაც უნდა აიღოს ლიდერის ფუნქცია, თუ ის ამ ფუნქციას ვერ აიღებს, ეს პრობლემები გაგრძელდება. პროცესს სჭირდება მართვა, ამის გარეშე პრობლემები ვერ დალაგდება, თვითონ ხო არ მოგვარდება ეს პრობლემები?“, – განაცხადა დავით მესხიშვილმა.
წყარო: ბიზნესპრესნიუსი




