გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ კახეთში, სოფელ თოხლიაურისა და მანავის მიმდებარე ტერიტორიაზე სადრენაჟე კოლექტორების გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებს – ინფორმაციას სამინისტრო ავრცელებს.
„ჩატარებული სამუშაოების შედეგად, გაიზრდება არხის გამტარუნარიანობა, რაც დაახლოებით 150 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობიდან ჭარბი წყლის მოცილებას უზრუნველყოფს.
ექსპლუატაციის პროგრამით მიმდინარე სამუშაოებს საქართველოს მელიორაცია ოქტომბრის ბოლოს დაასრულებს.
კახეთში, 2012-2024 წლებში განხორციელებული სამელიორაციო ინფრასტრუქტურული პროექტების შედეგად, დამატებით 20 140 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობია წყალუზრუნველყოფილი, სარწყავი წყლის მიწოდება 16 285 ჰექტარზე გაუმჯობესდა, დრენირებული მიწის ფართობის რაოდენობა 8 725 ჰექტარია“ – ნათქვამია ინფორმაციაში.