საგარეო უწყებაში საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრა დასრულდა

საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრა დასრულდა.

სამინისტროს ინფორმაციით, საგარეო უწყებაში გამართული შეხვედრის მთავარი სასაუბრო თემა ადგილობრივი თვითმმართველობის და 4 ოქტომბერს განვითარებული მოვლენები იყო.

დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი ზურაბაშვილი შეხვდა.