საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები თურქეთის პარლამენტის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფს შეხვდნენ

თურქეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და დელეგაციის წევრები თურქეთის პარლამენტის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარეს ფარუკ ჩელიკს და ჯგუფის წევრებს შეხვდნენ.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
მათი ცნობით, მხარეებმა საქართველო-თურქეთს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების საკითხები და რეგიონში მიმდინარე პროცესები განიხილეს. ხაზი რეგიონის განვითარების პროცესში შუა დერეფნისა და შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტების მნიშვნელობას გაესვა.
„შეხვედრისას საუბარი ასევე შეეხო საპარლამენტო თანამშრომლობის გაღრმავებას ვაჭრობის, ინვესტიციების, განათლების და სოფლის მეურნეობის მიმართულებით.
მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა დელეგაციის წევრებს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და აღნიშნა, რომ ელოდება საქართველოს ახალ პარლამენტში თურქეთთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის არჩევას, რომელთანაც აქტიურ თანამშრომლობას გააგრძელებს.
მხარეებმა ასევე შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხები, ს მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციიდან მომდინარე საფრთხეები და თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობა განიხილეს.
ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაციის წევრებმა ანკარაში თურქეთის რესპუბლიკის დამფუძნებლისა და მისი პირველი პრეზიდენტის, მუსტაფა ქემალ ათათურქის ხსოვნას პატივი მიაგეს და მისი მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაცია, კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით ოფიციალური ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფება.
დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მარიამ ლაშხი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე “,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე – გავიხსენოთ 2012 წლამდე პერიოდი – საზოგადოებაში იყო უმძიმესი განწყობა, დღეს კი ისმის უბრალოდ განცხადებები, რომლებზეც მტკიცებულებები არ არსებობს – რატომ არ არის თუნდაც საპროტესტო აქციებზე მუხტი?