საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმრის წერილს ავრცელებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მაგდებურგში, საშობაო ბაზრობაზე მომხდარის გამო დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ მაგდებურგის საშობაო ბაზრობაზე მომხდარი ტრაგიკული ინციდენტის გამო. ჩვენი ფიქრებითა და ლოცვებით ვართ დაღუპულთა ოჯახებთან. საქართველო სოლიდარობას უცხადებს გერმანიას“, – ნათქვამია სამძიმრის წერილში.
მაგდებურგში, საშობაო ბაზრობაზე ხალხში ავტომობილის შევარდნის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ორამდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ Sky News-ი ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კუპრაძე – თსუ-ის მარშზე არ ვიყავით წარმოდგენილი, აქციის მთავარი პოლიტიკური მოთხოვნიდან გამომდინარე, რაც ბოიკოტის მხარდაჭერას გულისხმობს – მონაწილეები ვიყავით და ვიქნებით ყველა ტიპის ქუჩის პროტესტში

ინფრასტრუქტურის მინისტრი ჯუთამდე მისასვლელ გზაზე – დეტალური საინჟინრო კვლევები და დაკვირვებითი სამუშაოები მიმდინარეობს, შედეგებზე დაყრდნობით მეწყრისგან დაცვის კონკრეტული ღონისძიებები დაიგეგმება