საგარეო საქმეთა სამინისტრო ისრაელში მყოფი საქართველოს მოქალაქეების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

ისრაელში, სადეპორტო დაწესებულებაში მყოფი საქართველოს 17 მოქალაქე საქართველოში გამოემგზავრა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„ქართულმა მხარემ ისრაელის შესაბამის სამსახურებთან ახლო კოორდინაციით უზრუნველყო საქართველოს მოქალაქეების უმოკლეს ვადაში სამშობლოში უსაფრთხოდ დაბრუნება.
ისრაელში საქართველოს საელჩო შექმნილი ვითარების გამო განაგრძობს მუშაობას საგანგებო რეჟიმში. საქართველოს მოქალაქეებისთვის ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ამ დრომდე საქართველოს საელჩომ კონსულტაცია და საჭირო დახმარება გაუწია 500-ზე მეტ საქართველოს მოქალაქეს.
აღსანიშნავია, რომ ისრაელში მყოფ პირებს, სურვილის შემთხვევაში შესაძლებლობა აქვთ, ქვეყანა დატოვონ სახმელეთო გზით, როგორც ისრაელი-იორდანიის სასაზღვრო გამშვები პუნქტით , ასევე ისრაელი-ეგვიპტის სასაზღვრო გამშვები პუნქტით – TABA.
სახმელეთო გზით დატოვების მსურველმა მოქალაქემ თან უნდა იქონიოს საქართველოს მოქალაქის მოქმედი პასპორტი. ბოლო დროინდელი მოვლენების ფონზე, სახმელეთო გზით ისრაელი საქართველოს 1000 მდე მოქალაქემ დატოვა”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ელენე ხოშტარია – “ქართულმა ოცნებამ“ დაბნეულობის ფონზე თან ხმა მისცა რეზოლუციას, თან ვერ მისცა – მივიღეთ ე.წ. ხელისუფლების პოზიცია, რომელიც სირიის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარებას მხარს არ უჭერს

ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატი – სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი არ უნდა დადგეს მოძალადე პოლიციელების მიმართ? – ბატონო მოსამართლე, ახლა რომ ვიდგე და ვიღაცამ შემაგინოს, ბოთლს ვესვრი კი არა, შეიძლება სახე ჩამოვუღო