საგარეო საქმეთა სამინისტრო: ინფორმაცია დავით ზალკალიანის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ არ შეესაბამება სიმართლეს

საგარეო საქმეთა სამინისტროში ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩის, დავით ზალკალიანის მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო უწყებაში განუცხადეს, ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს.

„ინფორმაცია დავით ზალკალიანის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ არ შეესაბამება სიმართლეს“,- აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ცნობისთვის, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, -ში საქართველოს ელჩმა, დავით ზალკალიანმა თანამდებობა დატოვა. როგორც „მთავარი არხის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, დავით ზალკალიანმა თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც აშშ-ში ვიზიტით მყოფ პრემიერ-მინისტრ, ირაკლი სთან კონფლიქტი მოუვიდა. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, კონფლიქტი ელჩსა და პრემიერს შორის, აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან შეხვედრების გაუქმებას მოჰყვა.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე ბაიდენთან მიღებაზე კობახიძის მიწვევის გაუქმებაზე – რაც უფრო მოახლოვდება არჩევნების თარიღი, ასეთი სიურპრიზები ბევრი იქნება – ჩვენ ვერანაირი მუქარა ვერ შეგვაშინებს იმიტომ, რომ სწორ საქმეს ვაკეთებთ!