საგარეო საქმეთა სამინისტრო დიპლომატებს ცხრა დათქმის შესრულების საკითხზე ესაუბრა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო დიპლომატებს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გასახსნელად საჭირო ცხრა დათქმის შესრულებასთან დაკავშირებით ესაუბრა. ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.
„დიპლომატიურ წარმომადგენლებს მიეწოდათ ინფორმაცია ე.წ. ცხრა ნაბიჯის შესახებ საქართველოს მიერ განხორციელებული საქმიანობის, იმ რეფორმების თაობაზე, რომელიც მნიშვნელოვანია ცხრა ნაბიჯის იმპლემენტაციისთვის“, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ თეიმურაზ ჯანჯალიამ.
სამინისტროს მედიასაშუალებებისთვის არ მიუწოდებია ინფორმაცია, კონკრეტულად რა საკითხებზე ისაუბრეს დიპლომატებთან.
2023 წლის დეკემბერში საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღო, ამასთან, მას განუსაზღვრეს ცხრა ნაბიჯი, რომელთა შესრულებაც საჭიროა გაწევრიანების საკითხზე მოლაპარაკებების დასაწყებად.
მას შემდეგ, რაც მმართველმა პარტიამ რამდენიმე ოპოზიციონერი დეპუტატის მონაწილეობით მიიღო „აგენტების კანონი“, პარტნიორი ქვეყნები აღნიშნავენ, რომ საქართველოს ევროინტეგრაცია შეჩერებულია.

ასევე დაგაინტერესებთ