საგარეო საქმეთა სამინისტრო აზერბაიჯანს თვითმფრინავის ჩამოვარდნის გამო სამძიმარს უცხადებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს უცხადებს აზერბაიჯანს თვითმფრინავის ჩამოვარდნის გამო.
„ღრმად ვართ დამწუხრებულნი Azerbaijan Airlines-ის თვითმფრინავის კატასტროფის შესახებ გავრცელებული ცნობებით, რის შედეგადაც ათობით ადამიანი დაიღუპა. გულწრფელად თანავუგრძნობთ და მხარდაჭერას ვუცხადებთ ჩვენს მოძმე აზერბაიჯანელ ხალხს“, – წერს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო პლატფორმა X-ზე.
„ამ რთულ დროს, საქართველო გვერდში უდგას და სოლიდარობას უცხადებს სტრატეგიულ პარტნიორს, აზერბაიჯანს. დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ“, – აცხადებს საგარეო უწყება.
25 დეკემბერს ყაზახეთის ქალაქ აქთაუსთან აზერბაიჯანის ავიაკომპანია Azerbaijan Airlines-ის თვითმფრინავი Embraer 190 ჩამოვარდა. ის ბაქო-გროზნოს რეისს ასრულებდა.
წინასწარი მონაცემებით, თვითმფრინავში 67 მგზავრი და ეკიპაჟის 5 წევრი იმყოფებოდა.
ყაზახეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის წინასწარი მონაცემებითვე, ავიაკატასტროფას გადაურჩა 25 ადამიანი, რომელთაგან 22 ჰოსპიტალიზებულია.

ასევე დაგაინტერესებთ

პაველ ჰერჩინსკი – უკრაინა განიცდის გაუმართლებელ აგრესიას, 2008 წლიდან რუსეთის აგრესიის სამიზნეა საქართველოც – მის მავნე ქმედებებს სჭირდება სათანადო პასუხი, ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ერთად, რათა ვიყოთ ძლიერები