საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართება

საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრა ჩაინიშნა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო უწყებაში განუცხადეს, საუბრის მთავარი თემა იქნება ადგილობრივი თვითმმართველობის და 4 ოქტომბერს განვითარებული მოვლენები.
დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი ზურაბაშვილი შეხვდება.
შეხვედრა 11:00 საათზე ჩანიშნული.