საგარეო: ისრაელში მომხდარი სროლისას საქართველოს ერთი მოქალაქე დაიღუპა

უწყების ცნობით, იგი კლინიკაში გარდაიცვალა. ადგილზე ჩავიდა კონსული.
სამინისტროში, ასევე ამბობენ, რომ მიმდინარეობს დაჭრილების შესახებ ინფორმაციის ოფიციალური არხებით გადამოწმება.
პირველ სექტემბერს ძველ ქალაქ იაფაში, რომელიც თელ-ავივთან არის გაერთიანებული, უცნობებმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გაუხსნეს გამვლელებს.
The Jerusalem Post-ის ხელთ არსებული ბოლო მონაცემებით დაიღუპა 6 ადამიანი, სულ მცირე 9 დაიჭრა, მათგან 4 ადამიანის მდგომარეობა კრიტიკულია.
ს მედიის ცნობით, სროლა ატეხა ორმა თავდამსხმელმა, რომლებიც სამართალდამცველებმა მოკლეს.
სროლა თელ-ავივში მოხდა ისრაელში საჰაერო განგაშის გამოცხადების დროს. ქვეყნის თავდაცვის არმიამ ირანიდან მასშტაბური სარაკეტო თავდასხმის შესახებ განაცხადა. ისრაელის ტერიტორიაზე ორასზე მეტი რაკეტა და თვითმფრინავი გაისროლეს. მათი უდიდესი უმრავლესობა ისრაელის საჰაერო თავდაცვამ, -ის დახმარებით, ჰაერშივე გადაიტაცა და გაანადგურა.
ფორუმი