საგარეო ვიზის გირაოზე – უკავშირდება -ის სავიზო პოლიტიკის დარღვევების მაღალ მაჩვენებელს

-ის გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეებისთვის არასაემიგრაციო ვიზების გაცემასთან დაკავშირებით საგარანტიო თანხის დაწესების თაობაზე, სამწუხაროდ, უკავშირდება საქართველოს მოქალაქეების მხრიდან აშშ-ის სავიზო პოლიტიკის დარღვევების მაღალი მაჩვენებელს, რის თაობაზეც აშშ-მხარის მიერ იქნა განმარტებული.” – ასე განმარტავენ ივანიშვილის საგარეო საქმეთა სამინისტროში შტატების გადაწყვეტილებას. საგარეოს კომენტარს პროპაგანდისტული TV იმედი ავრცელებს.

უწყებაში მოუწოდებენ საქართველოს მოქალაქეებს მკაცრად დაიცვან ამერიკის შეერთებული შტატების სავიზო რეგულაციები.

“ცნობილია პრეზიდენტ ტრაპის ადმინისტრაციის მკაცრი საემიგრაციო პოლიტიკა, რაც აისახება კონკრეტულ ნაბიჯებში და ეს გადაწყვეტილებაც არის გამკაცრებული საემიგრაციო პოლიტიკის ნაწილი.

შესაბამისად, მოვუწოდებთ საქართველოს მოქალაქეებს, მკაცრად დაიცვან აშშ-ის სავიზო რეგულაციები და არ დაარღვიონ მოქმედი სავიზო რეჟიმი, რაც მისცემს საქართველოს შესაძლებლობას, გააგრძელოს მუშაობა ამერიკულ მხარესთან აღნიშნულ საკითხზე.” – წერია საგარეო უწყების განმარტებაში.

ცნობისთვის, აშშ საქართველოს სავიზო გირაოს პროგრამაში ამატებს – საქართველოს მოქალაქეებს ტურისტული ვიზის ასაღებად, შესაძლოა, $5 000-დან $15 000-მდე გირაოს გადახდა მოუწიოთ. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, აღნიშნული ცვლილება 2 აპრილს ამოქმედდება.