საგარეო ვალი 8.83 მილიარდი დოლარია – ვისი ვალი აქვს საქართველოს?

ოქტომბერში საქართველოს საგარეო ვალი $201 მილიონით შემცირდა და მან 8.83 მილიარდი დოლარი შეადგინა.
ვალის შემცირებას ორი მთავარი მიზეზი ჰქონდა, მათ შორის პირველია საქართველოს მიერ გასული თვის განმავლობაში სახელმწიფო ვალების დაფარვა, მეორე კი ევროს გაუფასურებაა, რამაც ევროში გამოსახული ვალის მოცულობა შეამცირა (საგარეო ვალის 59% არის ევროში დენომინირებული).
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს ყველაზე დიდი მოცულობის – 2.3 მილიარდი დოლარის ვალი აზიის განვითარების ბანკის (ADB) მიმართ მართებს, რადგანაც ADB ამჟამად არის უმსხვილესი დონორი, რომელიც ქვეყანაში ინფრასტრუქტურულ პროექტებს აფინანსებს. მეორე ადგილზეა $2.15 მილიარდით მსოფლიო ბანკი, ხოლო მესამეზე ევროპის საინვესტიციო ბანკი 1.1 მილიარდი დოლარის საგარეო ვალით.
საქართველოს საგარეო ვალის მოცულობა 2024 წლის ოქტომბრის მდგომარეობით კრედიტორების მიხედვით: