საგარეომ თავმჯდომარის ვიზიტის გამო ეუთოში შემავალ ქვეყნებს საპროტესტო ნოტით მიმართა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოქმედი თავმჯდომარის ვიზიტის გამო ეუთოში შემავალ ქვეყნებს საპროტესტო ნოტით მიმართავს. სამინისტრო ელინა ვალტონენს აკრიტიკებს პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე მისვლის გამო.

„საქართველოში ოფიციალური ვიზიტით გათვალისწინებული პროგრამის გარდა, მინისტრი ელინა ვალტონენი შეუერთდა ანტისამთავრობო აქტივისტთა მცირე ჯგუფის მიერ ორგანიზებულ ქუჩის აქციას და გააკეთა განცხადება, რომელიც საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ საერთაშორისო საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაა“, – აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

უწყების მიერ რადიო თავისუფლებისთვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, ამ მიმართვაში ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე ელინა ვალტონენი დადადანაშაულებულია „შეცდომაში შემყვანი“ განცხადებების გაკეთებასა და „მანდატის ბოროტად გამოყენება​ში“.

„[ეს] აზიანებს ნდობასა და მოსალოდნელ ნეიტრალიტეტს“, – წერია განცხადებაში.

ეუთოს თავმჯდომარის ვიზიტი საქართველოში

14 და 15 ოქტომბერს საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე ელინა ვალტონენი, რომელიც ამავდროულად ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრია. 14 ოქტომბერს, „ქართული ოცნების“ მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრის შემდეგ, ის შეუერთდა პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას, რომელიც გასული წლის 28 ნოემბრის შემდეგ იმართება.

წყარო