საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, გრიგოლ გიორგაძე და თავდაცვის უწყების წარმომადგენლები საგანმანათლებლო პროექტის – „დიდგორელი“ დახურვის ღონისძიებას დაესწრნენ. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, გრიგოლ გიორგაძემ პროექტის მონაწილე წალკის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მასწავლებლებსა და მოსწავლეებს სიტყვით მიმართა. მან ყურადღება საგანმანათლო პროექტებისა და ახალგაზრდა თაობაში შემეცნებითი უნარების განვითარების მნიშვნელობაზე გაამახვილა. თავდაცვის მინისტრის მოადგილემ პროექტის გამარჯვებულს სამახსოვრო საჩუქარიც გადასცა.
„საგანმანათლებლო პროექტი „დიდგორელი“ 2019 წელს დაარსდა და მიზნად მოსწავლე-ახალგაზრდობის საქართველოს ისტორიით დაინტერესებას ისახავს, ასევე მიმართულია ახალგაზრდა თაობის მოტივაციისა და ცნობიერების ამაღლებისკენ.
ღონისძიება საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.