საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური – ჭავჭავაძის გამზირზე შენობაში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებისას გადმოინგრა კედელი, რასაც მეხანძრე-მაშველი ემსხვერპლა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, 21 დეკემბერს, თბილისში ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე შენობაში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოების დროს კედლის გადმონგრევის შედეგად, მეხანძრე-მაშველი დაიღუპა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილი მეხანძრე-მაშველის ოჯახს, ახლობლებსა და თანამშრომლებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მეხანძრე-მაშველის, სამოქალაქო უსაფრთხოების ლეიტენანტის – 1982 წელს დაბადებული გიორგი ლელაშვილის გარდაცვალების გამო.
გიორგი ლელაშვილი მიმდინარე წლის 21 დეკემბერს, თბილისში ი. ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე შენობაში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს ასრულებდა, რა დროსაც გადმოინგრა კედელი, რასაც მეხანძრე-მაშველი ემსხვერპლა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილი მეხანძრე-მაშველის ოჯახს, ახლობლებსა და თანამშრომლებს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

აჩიკო ბერიძე: მადლობა ღმერთს, რომ ამ ისტორიულ ეტაპზე ქართველ ხალხს ჰყავს ეროვნული ხელისუფლება ბატონი ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით და ჰყავს ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რომლის უდიდესი წვლილია იმაში, რომ საქართველო დღეს ამ ბეწვის ხიდს მშვიდობით გადის (ვიდეო)