საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური – სოფელ ნერგეეთში 200-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი ძებნა-შველის ღონისძიებას უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 200-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი ძებნა-შველის ღონისძიებას უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს.
ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სოციალურ ქსელში ავრცელებს.
ცნობისთვის, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში მეწყერი გვიან ღამით ჩამოწვა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მიწის მასაში მოყოლილია 4 საცხოვრებელი სახლი. მაშველებმა 3 ცხედარი იპოვეს, ერთი ადამიანი კი ცოცხალი ამოიყვანეს. ამ დროისთვის კიდევ 6 ადამიანს ეძებენ.