საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მთაწმინდის ფერდზე ხანძრის ლიკვიდაციის სამუშაოებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

შს საგაგებო სიტუაციების მართვის სამსახური მთაწმინდის ფერდზე ხანძრის ლიკვიდაციის სამუშაოებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.
განცხადების თანახმად, შეტყობინების მიღებისთანავე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა მყისიერად მოახდინეს რეაგირება და დაუყოვნებლივ დაიწყეს ცეცხლის ქრობის სამუშაოები. ხანძრის კერის ოთივე მხრიდან მოხდა მეხანძრე-მაშველების მობილიზება, ცეცხლის გავრცელების საფრთხის მოხსნა და შემდგომ ლიკვიდაცია.
„რთული რელიეფის გამო, ცეცხლის ქრობის პროცესში ჩართული იყო სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენი.
ხმელ ბალახზე და ეკალ-ბარდზე გავრცელებული ხანძრის ქრობაში ჩართული იყო მეხანძრე-მაშველთა ცოცხალი ძალა, სპეც-ტექნიკა და დრონები.
მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ