საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა მაღაროში სამაშველო ოპერაციების ტრენერთა ტრენინგი გაიარეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა მაღაროში სამაშველო ოპერაციების ტრენერთა ტრენინგი გაიარეს.
ამის შესახებ ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, სწავლების ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა მაღაროში სამაშველო ინსტრუქტორის როლი და პასუხისმგებლობები, რისკების შეფასება, სამაშველო ოპერაციის სცენარისა და სასწავლო სესიების მომზადება. სწავლება მოიცავდა როგორც თეორიულ, ასევე, პრაქტიკულ კომპონენტებს.
„ტრენერთა ტრენინგი გაეროს პროექტების მომსახურების ოფისის (UNOPS) ორგანიზებითა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის – „ტექნიკური შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა ადამიანის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“ – ფარგლებში განხორციელდა.
აღნიშნული პროექტი „ევროკავშირი უსაფრთხოებისთვის, ანგარიშვალდებულებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისთვის საქართველოში (SAFE)“ – ინიციატივის ნაწილია და 2020 წლიდან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტთან მჭიდრო თანამშრომლობით ხორციელდება. მისი მიზანია საქართველოს უსაფრთხოების სექტორში ჩართული სახელმწიფო უწყებების ეფექტიანი და ანგარიშვალდებული მმართველობის ხელშეწყობა“, – აღნიშნულია -ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრე ცისკარიშვილი – ხმა უნდა მივცეთ იმ ერთიანობას, რომელსაც აქვს ხედვა, გეგმა და საქართველოს წაიყვანს ევროპისკენ, კეთილდღეობისკენ, ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ – უარი უნდა ვუთხრათ სიღარიბეს და იზოლაციას

ზურაბ ჯაფარიძე – მივმართავ ახალგაზრდებს, გავიაზროთ სად ვიმყოფებით, წლების განმავლობაში ბევრი რამ შევძელით, დავიწყეთ საუბარი ევროკავშირთან, ნატო-სთან, თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს, ვიზალიბერალიზაცია, თუმცა ეს ყველაფერი “ ქართული ოცნების” პირობებში საფრთხის ქვეშ დგება